რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შესახებ ალტერნატიული ანგარიში განიხილეს
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ,,(განათლების
ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში განიხილეს.
შემუშავებული რეკომენდაცია ადგილობრივ სამოქალაო სექტორს ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა წარუდგინა.
აღინიშნა, რომ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
მათ აქვთ განსხვავებული სამუშაო პირობები. უწევთ სკოლაში სიარული მაშინაც კი, როდესაც სხვა მასწავლებლები შვებულებაში არიან და სკოლაში არდადეგებია.
დღის ცენტრების მასწავლებლებს საქმიანობის სერიოზული გამოცდილება დაუგროვდათ, თუმცა მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ტრენინგები, ისინი თავად ქმნიან მოსწავლეებთან მუშაობის გეგმებს.
მათი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის შეძენის საშუალებები.
დოკუმეტში ასახულია საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და დანერგვის ეფექტურობა ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 24-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.
შეფასება თბილისს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს და მაღალმთიან სოფლებს მოიცავს
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 23 დეკემბერს კონვენციის რატიფიცირების დადგენილება მიიღო, საქართველოს ბევრი ვალდებულების შესრულება დაეკისრა.
ანგარიშში გაანალიზებულია ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში მიღწეული პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები.
შეხვედრას საჯარო სკოლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დღის ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რეკომენდაციები განიხილეს.
ანგარიში წარედგინება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტს (CRPD), ასევე, წარდგენილი იქნება კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის საბჭოს სხდომაზე, ვენაში, 2016 წლის ივნისში.
ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ: რუსუდან ჭანტურია, სოფიო გორგოძე, თამარ ჩხაიძე, თამარ მოსიაშვილი და სიმონ ჯანაშია. პროექტი დააფინანსა ღია საზოგადოების ფონდმა (OSF).

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები