რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სოფელ ნიქოზში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში სოსო კვიწინაძის საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.

ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ.

მეხის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კვიწინაძეების ოჯახი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ვეშაპურმა მოინახულა.

გამგებლის მოადგილე ოჯახის წევრებს დახმარებას დაპირდა.

მეხი დედამიწისკენ ყოველთვის ყველაზე მოკლე გზით მოემართება. ამიტომ ის ყველაზე ხშირად ეცემა მაღალ ობიექტებს. თუ ორი სხეული ერთმანეთის სიმაღლისაა, მაშინ მეხი იმ სხეულს დაეცემა, რომელიც უკეთესი ელექტროგამტარია.

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს, თუ სახლში ვართ?


ჩაკეტეთ ყველა კარ-ფანჯარა.

გამორთეთ ელექტროხელსაწყოები.

არ მიეკაროთ ტელეფონს.

არ შეეხოთ წყლიან აბაზანას, ონკანს, ლითონის ნიჟარას, რადგან მეტალი და წყალი კარგი ელექტროგამტარია.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჭექა-ქუხილმა ქუჩაში მოგვისწრო?


ეცადეთ თავი შეაფაროთ შენობაში ან ავტომანქანაში.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს ამართული დგომა, მაგრამ მიწაზე სწორად გაწოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ეცადეთ თავი შეაფაროთ ყველაზე დაბალ ადგილს, როგორიცაა მცირე ზომის თხრილი, ხრამი.

ტყეში ყოფნისას უმჯობესია დაიმალოთ ბუჩქნარში. არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

არ გამოიყენოთ ქოლგა და მობილური ტელეფონი.

არ დადგეთ ხალხში.

თუ ჭექა-ქუხილი ნავში მოგისწრებთ და ნაპირზე გაცურვას ვერ მოასწრებთ, მაშინ დაწექით ნავის ფსკერზე, შეატყუპეთ ფეხები და დაიფარეთ რაიმე თავსა და ყურებზე.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჭექა-ქუხილმა მანქანით მგზავრობისას მოგვისწრო?


გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ მანქანიდან.

მთლიანად დახურული მანქანის შიგნით თქვენ სრულიად უსაფრთხოდ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ლითონისგან არის აგებული, 

თუ თქვენი ტრანსპორტი ველოსიპედი ან მოტოციკლეტია, სასწრაფოდ შეწტყვიტეთ მოძრაობა და დაშორდით მას დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე.







ფოტოები გადაღებულია ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მიერ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.