რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სოფელ მერეთში ხარაგაულის თეატრმა სპექტაკლი გამართა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში
ხარაგაულის თეატრის დასმა 29 მაისს სპექტაკლი გამართა.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“ ჩაიტანა.
„ამ სპექტაკლის ჩვენებით, ჩვენი თეატრის დასს გვსურს, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისადმი თანადგომა და პატივისცემა გამოვხატოთ,“ – ამბობს თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით შექმნილი ეს სპექტაკლი მაყურებელმა სხვადასხვა დროს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ყვარელში იხილა.
ხარაგაულის სახალხო თეატრი გასულ წლებში სპექტაკლით „თანამდევი სული“ ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარსდგა.
ხარაგაულის სახალხო თეატრმა ამ სპექტაკლით ორჯერ „გრან-პრი“ მოიპოვა, – 2012 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, 2013 წელს – თურქეთის ქ. ქემერში გამართულ თეატრალური ფესტივალზე.
სპექტაკლის პარალელურად, სკოლის მოსწავლეები საკუთარი შემოქმედებით წარსდნენ.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები