რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საარჩევნო სიების სრულყოფის პროცესი დადებითად შეფასდა
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის
(ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში მიმდინარე, საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი დადებითად
შეფასდა.
1 ივნისს გამოქვეყნებული ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საჭიროებათა შეფასების მისიის ანგარიშის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ფოტოსურათებზე მოქალაქეთა სახეების დადარების, გაორებების თავიდან აცილებისა და უზუსტობების აღმოფხვრისთვის აუმჯობესებს მონაცემთა ბაზის სიზუსტეს და ხარისხს.
„ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებმა სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცესკო-ს მიმართ ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან მიმართებით სრული ნდობა გამოხატეს“, − ნათქვამია ანგარიშში.
საარჩევნო სიების სრულყოფაზე მუშაობა სააგენტოში გასული წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო და 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შუალედური ანგარიში უკვე წარუდგინა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას.
2016 წლის 27 აპრილს სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საჭიროებათა შემფასებელ მისიას შეხვდნენ და წარუდგინეს ინფორმაცია პროექტის შუალედური შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, კერძოდ:
განხორციელდა გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად;
მიმდინარეობს გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომლებიც დღემდე შეიძლება არ ყოფილა ოჯახების მიერ გაცხადებული და შესაბამისად რეგისტრირებული;
ხორციელდება აქტივობები უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირების მიმართულებით;
მოქალაქის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში შეუსაბამობის გასწორება და ბაზაში კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემზე მიბმული ფოტოსურათების გასწორება ერთ-ერთი აქტივობაა;
ხორციელდება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არარსებული ფოტოსურათების მოძიება და მათი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება;
იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორების 485 ფაქტი, დარეგისტრირებულია გარდაცვალების 214 აქტი, აღდგენილია 3 673 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე დოკუმენტი მიიღო რეგისტრაციიდან მოხსნილმა და იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელმა 74 346-მდე მოქალაქემ.
ასევე, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტების მიზნით იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება 17 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ.
ამ დრომდე 53 834 მოქალაქემ მოწმობის მიღებაზე განაცხადი გააკეთა, მათ შორის, 31 468 პირი დღემდე არ ფლობდა ბიომეტრიული მონაცემების შემცველ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს.
სააგენტომ პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები