რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბიუროს სხდომა ჩაიშალა - იმპიჩმენტის განცხადება ,,დამალეს"
ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩაიშალა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პირველად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა მიიღო.

,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ეროვნული ფორუმის" წევრების განცხადებების შემდეგ, სხდომათა დარბაზი ,,ქართული ოცნების" წევრმა ლია ჩლაჩიძემაც დატოვა.

თამარ თედლიაშვილმა წარდგენილი დღის წესრიგის შინაარსი გააპროტესტა.

მან ჩამონათვალში ვერ წაიკითხა, თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნის შესახებ, საკითხი.

აღმოჩნდა, რომ საკრებულოს აპარატიდან ვიღაცამ ბიუროს წევრებს განცხადება არ მიუტანა.

თამარ თედლიაშვილმა ინფორმაცია აპარატში გაარკვია და ნახა, რომ საიმპიჩმენტო განაცხადი დარეგისტრირებული იყო.

ცოტა ხანში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ილია მეტრეველთან მივიდა ახლადდანიშნული მრჩეველი კახა ერგემლიძე და უჩურჩულა, რომ სხდომა გადაედო.

სხდომის გადადება არა თუ მოითხოვეს, არამედ პირდაპირ დატოვეს.

ლია ჩლაჩიძემ ,,ქართული ოცნებიდან" საკრებულოს თავმჯდომარეს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ, ერთი საათით ადრე გავრცელებული ვიდეოსთან დაკავშირებით ჰკითხა:

,,ჩვენ ვიდეოში ვნახეთ, რომ დილით გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელი ისევ მოაწერინეთ დაბრუნებაზე. ეს რას ნიშნავს? რატომ აკეთებთ ამას?" - ჰკითხა ლია ჩლაჩიძემ.

ილია მეტრეველმა უპასუხა, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები უკან დააბრუნოს.

თამარ თედლიაშვილი ჩაეკითხა მეტრეველს და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, დაირღვა თუ არა ისევ კანონი ხელახლა დაბრუნებით, რადგან უშტატო თანამშრომლების რიცხვი ისევ ზედმეტია.

ილია მეტრეველმა უპასუხა, რომ თუ რამე პრეტენზია აქვს, სასამართლომ გაარკვიოს.

ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა პაპუნა კობერიძემ ილია მეტრეველს გადადგომისკენ მოუწოდა:

,,ილია, როგორც ჩემ თანასკოლელს და კარგ ნაცნობს, გირჩევ, რომ თანამდებობიდან გადადგე.
თავს ვერ ართმევ დაკისრებულ მოვალეობას" - უთხრა პაპუნა კობერიძემ, რომელიც ილია მეტრეველამდე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ფლობდა.

ილია მეტრეველი 2016 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე 4 იანვარს პაპუნა კობერიძეს იმპიჩმენტი მოუწყეს. იმპიჩმენტში მონაწილეობდნენ ის წევრებიც, რომლებიც ახლა ილია მეტრეველის წინაამდეგ გამოდიან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.