რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
20 ივნისი - ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა
20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საზოგადოების ინტერესის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით, ლტოლვილთა უფლებების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას მართავს.
აქციის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ასევე დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ფლაერებს.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში.
საქართველომ ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება აიღო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციასა და მის 1967 წლის დამატებით ოქმთან მიერთების შემდეგ. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვა გარანტირებული იქნება ჩვენ ქვეყანაში.
სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაა. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავია მიძღვნილი აღნიშნულ პირთა უფლებრივ მდგომარეობზე.
სახალხო დამცველი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც 2015 წელს, სახალხო დამცველის აპარატში მომზადდა სპეციალური ანგარიში „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ“.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები