რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მდგომარეობის შესახებ სხდომები გუბერნიაში ჩატარდება
საკოორდინაციო შეხვედრებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით იმართება, ამიერიდან სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრები ორ თვეში ერთხელ მოეწყობა და ყურადღებას გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო გეგმების გავითარებასა და პრობლემებს მიაქცევენ.

შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა  UNHCR-ს შეხვედრების რეგულარული ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება UNHCR-ს, ბოლო საკოორდინაციო შეხვედრაზე ითქვა, რომ ისინი შეხვედრების მიმდინარეობისას დამკვირვებლის პოზიციაზე იქნებიან წარმოდგენილი.

მაჭარაშვილმა ასევე, ხაზგასმით ისაუბრა სახელმწიფოს პროექტებსა და პროგრამებზე, მათ შორის გამყოფი ხაზის სოფლებში გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტროფიცირების პროექტებზე. მისივე განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის, თუმცა ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული არ არის და სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა.

საკოორდინაციო შეხვედრები, უკვე, რვა წელია, ჰუმანიტარული ქმედებების კოორდინაციას ისახავს მიზნად, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა შიდა ქართლში.

აღნიშნული შეხვედრები იმართებოდა რეგიონალური ხელისუფლების თანამასპინძლობით.

ამ პროცესში UNHCR-ი ადგილობრივ ხელისუფლებას ხელს უწყობდა შეექმნა დისკუსია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.