რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ზაურ კალოევის თასი ქარელის გუნდს გადაეცა
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზაურ კალოევის თასი და მედლები ქარელის საფეხბურთო გუნდს ,,იბერიას" გადასცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, საფეხბურთო გუნდი ,,იბერია" დაკომპლექტებულია 1999-2000 წწ-ში დაბადებული მოზარდებით .

ჯილდო კლუბის ხელმძღვანელმა კობა გლურჯიძემაც მიიღო.

სამხრეთ ოსეთის (დიმიტრი სანაკოევის) ადმინისტრაციის ინიციატივით ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყო და ივნისში დასრულდა.

ცნობილი ფეხბურთელი და თავდამსხმელი ზაურ კალოევი საქართველოს საბჭოთა ნაკრების, თბილისის ,,დინამოსა" და მოსკოვის ,,ლოკომოტის" თავდამსხმელი იყო.

ჩატარებულ 279 შეხვედრაში 164 გოლი აქვს გატანილი.

1959 და 1960 წლებში ორჯერ ჩემპიონატის ბომბარდირად, 16 და 20 გოლით, აღიარეს. ფედოტოვის კლუბის წევრი – 139 გოლით.

1953 წლის საბჭოთა პირველობის გათამაშების ვერცხლის მედალოსანი, ხოლო 1959 და 1962 წლებში პრიზიორი გახდა.

ევროპის 1960 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მიიღო.

1931 წელს დაბადებული ზაურ კალოევი 1997 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.