რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ახალგორთან ხილ-ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსების რიგებია
რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებულ ახალგორის რაიონის გამშვებ
პუნქტთან პროდუქტით დატვირთულ მიკროავტობუსის ჩხრეკას ვერ აუდიან.
ამის გამო, ყოველდღიურად 200-მდე ავტომანქანას და მის მგზავრებს ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ.
ამის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟს ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
მაგალითად, დღეს სამხედროებმა ახალგორში მცხოვრები ვინმე ზაზას მიკროავტობუსი ძირეულად გაჩხრიკეს, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, კონტრაბანდული საქონელი მიჰქონდა.
ჩხრეკისას 50 კგ-ზე მეტი წონის სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღმოჩნდა.
ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითო ადამიანს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან თვეში მხოლოდ 50 კგ წონის პროდუქტების შეტანა შეუძლია.
სააგენტო ,,სპუტნიკი" წერს, რომ ხილი გასაყიდად ახალგორის პუნქტიდან სისტემატიურად შეაქვთ. ამას იმით ხსნიან, რომ თითო მიკროავტობუსში 10 ადამიანი ერთიანდება და პროდუქტის წონაც ნაწილდება.
ხილი დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამჯერ ძვირია.
ახალგორის გამშვები პუნქტი 2010 წელს შეიქმნა. კონტროლიორები მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც რეგისტრირებულები ახალგორის რაიონში არიან, ასევე, იმათაც, ვისაც სპეციალური ნებართვა ცხინვალის უშიშროების კომიტეტიდან აქვთ მიღებული.

ამავე კატეგორიაში

განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.

რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია

კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში

განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები