რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი ლეგენდარულ შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიურ წარმატებას მიუახლოვდა
24 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მშობლიურ სოფელ კარალეთში ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

ოლიამპადებზე მიღებული მედლების რაოდენობის მიხედვით ის ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის წარმატებას მიუახლოვდა.

მან, ჯერ კიდევ, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 66 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

2016 წელს წონა 73 კილოგრამამდე მოიმატა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, რიო დე ჟანეიროში ნუგზარ ტატალაშვილის ნაცვლად წაიყვანეს.

ბრინჯაოს მედლის აღება შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენლის დამარცხებით შეძლო. მანამდე რუსი მოჭიდავე ჩამოიშორა.

,,ქართული ძიუდოს ისტორიაში ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ შეიქნა მეორე ძიუდოისტი, ვისაც ორ ოლიმპიადაზე მედალი მოუპოვებია, თანაც სხვადახვა წონით კატეგორიაში." - აღნიშნულია ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1976) იყო.

თუმცა, გარდა ოლიმპიური წარმატებებისა, ჩოჩიშვილი მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (1973, 1974, 1975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1974, 1977) და ორგზის მესამე (1974, 1975) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი იყო ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.