რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები
კასპის 39-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 10 კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან 9 კანდიდატი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფიდან, ყველა მათგანი მამაკაცია.

1) საინიციატივო ჯგუფიდან – გიორგი ქვრივიშვილი; 2) ,,პატრიოტთა ალიანსი თარხან მოურავი ინაშვილი- ვაჟა ოთარაშვილი; 3) ,,ლეიბორისტული პარტია’’ -ზურაბ ქვრივიშვილი; 4) ,,ქართული ოცნება’’ – ირაკლი მეზურნიშვილი; 5) ,,ნაციონალური მოძრაობა’’- ნუგზარ ნონიაშვილი; 6) ,,თავისუფალი დემოკრატები’’- ვახტანგ ბეჟიტაშვილი; 7) ,,დავით თევზაძე -საქართველოს მშვიდობისათვის’’ – ნუგზარ გურასპაშვილი; 8) ‘’პატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის ‘’ – მიხეილ ბექაური; 9) ,,საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები’’ – მამუკა ბაინდურაშვილი; 10) ირაკლი სირანაშვილი – ,,მრეწველები”.


კანდიდატების წარსული გამცდილება და დაპირებები

1. გიორგი ქვრიშვილი – საინიციატივო ჯგუფიდან წარადგინეს და მისი რიგითი ნომერი42-ია.

იგი კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური პარტიის „ბედნიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს და ფონდს, ,,სოციალური პარტნიორობა” ხელმძღვანელობს.

აღნიშნული კანდიდატის პროგრამაში შედის ეკონომიკის გამაჯანსაღებელი კანონების მიღება, ბიზნესის და ტურიზმის ხელშეწყობა, ინვესტორებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, პენსიების ზრდა და სოციალური ფონის გაუმჯობესება.

2. ვაჟა ოთარაშვილი – ,,პატრიოტთა ალიანსი თარხან მოურავი ინაშვილი” რიგითინომერი 8.

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – დაიბადა 1955 წელს 7 ნოემბერს ქალაქ კასპში. 1972 წელს წარჩინებით, დაამთავრა კასპის 3-მე საშუალო სკოლა.

1977 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი,1985 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომისიის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ამჟმად, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრია.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც ბიზნესის ნულიდან დაწყებაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8000 ოჯახს დაეხმარება. მაგალითად, თუ პირს აქვს საინტერესო იდეა, უნდა მიმართოს ფონდს, რომელიც ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე გამოუყობს სესხს 20-დან 80 000 ლარამდე. სესხი უნდა დაბრუნდეს 8 წლის განვალობაში. ეს უნდა იყოს ან უპროცენტო , ან ძალიან დაბალპროცენტიანი წლიური 2 ან 3 %.”

3. ზურაბ ქოსაშვილი – ,,ლეიბორისტული პარტია’’ , რიგითი ნომერი 10

ზურაბ ქოსაშვილი დაიბადა1956 წელს კასპის რაიონის სოფელ გომში. 1971 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1975 წელს კი, – თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი. 1983 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1983-92 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკოს და სეისმოშედეგობის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომელად. 1990 წელს ზურაბ ქოსაშილმა დაიცვა დისერტაცია, აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი.

ზურაბ ქოსაშვილი, ამავე დროს, ტრადიციული ხალხური რეწვის ოსტატია, მან წლების წინ, წინაპრებისაგან ნასწავლი ხელობა წნულის ტექნიკით მუშაობა კარგად აითვისა და მთელ სოფელს შეასწავლა, დარსების დღიდან ლეიბორისტული პარტიის წევრია.

მისი სლოგანია, საბანკო რეფორმის გატარება, სასესხო პროცენტების შემცირება და ონლაინ-თამაშების, კაზინოების აკრძალვა.

4. ნუგზარ ნონიაშვილი – ,,ნაციონალური მოძრაობა’’


ნუგზარ ნონიაშვილი დაიბადა კასპში 1978 წლის 28 ივნისს. დაამთავრა კასპის #-1 საშუალო სკოლა, ასევე დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, აგროინჟინრის კვალიფიკაციით.
შემდეგ დაიწყო მუშაობა თავდაცვის სამინისტროს კომანდოს ბატალიონში, შეასრულა სამხედრო მისია ერაყში. ასევე იმუშავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უშიშროების სამსახურში.

2006 წელს დაინიშნა კასპში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და დაჰყო 2012 წლამდე. ამჟმად, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კასპის თავმჯდომარეა. პარალელურად, მუშაობს კასპის ცემენტის ქარხანაში მტვირთავად.

ეკონომიკური რეფორმების კუთხით ნუგარ ნონიაშვილი გუნდთან ერთად აპირებს საგადასახო რეგულაციების გაუქმებას და ბიუროკრატიის შემცირებას.

5.ვახტანგ ბეჟიტაშვილი – ,,თავისუფალი დემოკრატები’’

ვახტანგ ბეჟიტაშვილი დაიბადა 1978 წელს 15 სექტემბერს ქალაქ კასპში. 1995 წელს დაამთავრა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საშუალო სკოლა, 1999 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობა.

1999-2000 წლებში მუშაობდა სს ,,საქგაზის ‘’ სპეციალისტად; 2002-2004 წლებში შპს ‘’ტრანსკასპის ‘’დირექტორად, 2004-2005 წლებში შპს თბილისიის საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორად;

2012-2014 წლებში დააფუძნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლიდერი ექსპორტიორი კომპანია ,,FRUITILIA. 2012 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი’’.
არის კასპის მუნცილალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ეკონომიკური პროგრამა: ,,კასპის მუნიციპალიტეტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი მრავალი მიმართულებით, მე მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ შევძლოთ ბიუჯეტის ზრდა და ჩვენი თანამოქალაქეთა დასაქმება, თუ ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.”

6. მიხეილ ბექაური – ‘’პატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”

მიხეილ ბექაური დაიბადა ქალაქ კასპში 1973 წელს 26 ოქტომბერს. დაამთავრა მე-2 საჯარო სკოლა. სწავლობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში აღმოსავლეთ ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

1991-1996 წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად სხვადასხვა სკოლებში მათ შორის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში. 2011 წლიდან მუშაობდა კასპის კულტურის სამსახურის უფროსად. 2014 წლიდან არის კასპის საკრებულოს დეპუტატი. ამ ეტაპზე არის ახალი პოლიტიკური ცენტრ ,,გირჩის” თავჯდომარე.

პროგრამა: ,,ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის სწრაფი გამდიდრება გადასახადების გაუქმებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების გზით, ღარიბი ოჯახების დახმარება სოციალური დახმარების სწორი და ეფექტური მექანიზმის მეშვეობით“.

7. ირაკლი მეზურნიშვილი – ,,ქართული ოცნება’’

ირაკლი მეზურნიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წელს; იმის გამო, რომ სკოლაში რთულ პერიოდში მოუხდა სწავლა, მშობლებმა გადაწვიტეს ირაკლი მეზურნიშვილისთვის ინდივიდუალური განათლება მიეღებინებინათ.

2000 წელს ირაკლის მამა, უშანგი მეზურნიშვილი დაინიშნა საქართველოს კონსულად მოსკოვში. ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2002 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში (,,მგიმი’’). 2006 წელს გახდა საერთასორისო სამართლის ბაკალავრი; ,,მგიმოში’’ სწავლის პერიოდში დაარსა დამოუკიდებელი ქართული კლუბი, რომელშიც ქართული სტუდენტები გააწევრიანა.

2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით ანალიტიკურ ცენტრში, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამჟამად კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე.

იგი საუბრობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიანი გეგმაზე. ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ ხელშეწყობასა და წახალისებაზე.

დანარჩენ სამ კანდიდატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

როგორ აფასებენ დაპირებებს არასამთვრობოები

მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას გზის, წყლის, სარწყავი არხების და მსგავსი საკითხების მოგვარებას ჰპირდებიან. საუბრის დროს, საარჩევნო პროგრამები დაპირებებისგან რადიკალურად განსხვავებულია.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები თვლიან, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ფუნდამენტურ საკითხებს აცდენილები არიან.

,,საქართველოს პარლამენტის მანდატის მოსაპოვებლად, უმეტეს შემთხვევაში, ხდება ისეთი დაპირებების გაცემა, რომელიც არ შედის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის კოპეტენციაში და ეხება თვითმართველობის გადასაწყვეტ საკითხებს. ამიტომ, საერთო ჯამში, არადამაჯერებელია, როდესაც კანდიდატები აპელირებას სამელ წყალზე, გზების რიაბილიტაციაზე აკეთებენ.

მესმის, რომ არსებულ პრობლემებით ხდება დაინტერესება, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატების მხრიდან, მაგრამ დაპირებები რიალისტურია იმ შემთხვევაში, თუ ეს სართო ქვეყნის დონეზე კონკრეტული რეგიონის განვითარების პროექტებს ეხება.“- აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

მისი აზრით, წინა საარჩევნო კამპანიის დროს, მაჟორიტარ კანდიდატებისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი პრობლემებზე აპელირება, კერძოდ, თითოეულმა კანდიდატმა მოსახლეობას უნდა გაცნოს, თუ როგორი იქნება ამა თუიმ პარტიის კანდიდატის სოციალური პოლიტიკა. რას დაუჭერს მხარს; როგორი იქნება ეკონომიკური პოლიტიკა; რა ხედვები აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით; რა არის პარტიის და კანდიდატის საგარეო პოლიტიკური ვექტორი; როგორ მიიჩნევს ევროკავშირთან ინტეგრაციას და ნატოსთან თანამშრომლობას. ადამიანის უფლებების კუთხით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რა გეგმები აქვს. თუნდაც, რა მოსაზრება აქვს კანდიდატს სარჩევნო სისტემაზე, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ პრობლემურია.

,,ეს არის უფრო ფუნდამეტური საკითხები, რომელიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში. თითოეული მაჟორიტარი კანდიდატის ხედვები ძალზედ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩეველმა სწორი გადაწვეტილება მიიღოს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ სოციალურ-ეკონომიკური პროექტების ჭრილში კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც კონკრეტულ სოფლებს კონრეტულ რაიონებს ეხება. ეს არ უნდა იყოს პოპულიზმზე დამყარებული. ასეთ ფაქტებს, სამწუხაროდ, ხშირად ვხდებით, როდესაც მაჟორიტარი კანდიდატები პირდებიან, რომ ისინი, გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს მოაგვარებენ და მათი მოსვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველმა იცის, რომ იმთავითვე დაპირებები ფუჭია“- აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.