რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალის რესტორანში ,,ომონის" თანამშრომელმა მოსწავლეები სცემა
ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ 29 დეკემბერს
რესტორანში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის წარმომადგენლის, ედუარდ ჯიოევის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ,,ომონის" წარმომადგენელი ფიგურირებს.
სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ცხინვალის მეორე საშუალო სკოლის ორ მეთერთმეტე კლასელ ბიჭს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპეცრაზმელს ჩხუბი მოუვიდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.
,,ჩვენ ასევე მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და გრძელდება გამოძიება" - აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი.
მისივე ცნობით, აღნიშნული პიროვნება, ამჟამად, კვლავაც მუშაობს ომონში. ჯიოევი არ გამორიცხავს, რომ დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრს მისი უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოსთხოვოს.
სკოლის მოსწავლეებსა და ,,ომონის" წარმომადგენელს შორის მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც გამოეხმაურა.
,,სპეცრაზმელის ქცევა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, ყოველთვის სხვების მაგალითს უნდა წარმოადგენდეს" - განაცხადა თიბილოვმა.
ე.წ. ომონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გასული წლის ნოემბერში, 21 წლის ბიჭის ცემაში ამხილეს.
ქუჩის სათვალთვალო კამერამ 21 წლის მოქალაქის ცემის კადრები დააფიქსირა. 28 ნოემბერს სასტუმროს წინ მომხდარი კადრები კი, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები