რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
სოფელი ცემენტის მტვერში
კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე კირქვის კარიერი
ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. სატვირთო ავტომანქანების
გახშირებული მოძრობა ე.წ. კარიერის დასახლებას ცემენტის მტვერში
ხვევს.
მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 7 კომლისგან შედგება, ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვას გეგმავენ.
მათი თქმით, ქარხანა მუშაობის ყველანაირ ნორმებს არღვევს. ქვის გადაზიდვის დროს სატვირთო მანქანა არ არის გადახურული სპეციალური დამცავი ბადით და შესაძლებელია ქვის ცვენის დროს ადამიანი დაშავდეს. ადგილობრივები ასევე ითხოვენ 1 კმ. გზის მოასფალტებას და მორწყვას.
,,2 წელიწადია ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოგვაქციონ ყურადღება, დაავადმყოფდით მოსახლეობა. გარეთაც და სახლშიც ისეთი მტვერია გაუსაძლისია ცხოვრება. რატომ უნდა იყოს მტვერი, ხომ არის საშუალება დააგონ გზა და ცოტა ამოვისუნთქოთ ჩვენც. ხმაურს ხომ ვიტანთ ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ მტვერი? დასაგებია ასფალტი, ნახევარზე დააგეს, ნახევარი მიატოვეს. ექიმი მოვიდეს და ნახოს, აქ ცხოვრება თუ შეიძლება. თუ გზა არ გაკეთდება, ერთ მანქანასაც კი აღარ გავატარებთ.“-ამბობს ნათელა იმედაშვილი.
,,საშუალება არ გვაქვს, რომ სხვა ადგილზე გადავიდეთ საცხოვრებლად. ორი არასრულწლოვანი ბავშვი მყავს, გარეთ ვერ გამომყავს ისეთი სისწრაფით დადიან და ისეთ მტვერს აყენებენ სატვირთო მანქანები. რამდენჯერმე მივმართეთ ქარხნის წარმომადგენლებს, გზაც გადავკეტეთ, გვეუბნებიან გავაკეთებთო, მაგრამ არ აკეთებენ.“- ამბობს ნათია აშალოვი.

ამავე კატეგორიაში
ამის საფუძველი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაცია - სს „Egis International”-ის დასკვნა გახდა.
,,2017-2018 წლის ზამთრის პერიოდში გამოვლინდა მომხმარებლებისათვის
ბუნებრივი გაზის
გაატარე დაუვიწყარი ახალი წელი ფერაძეების მარანში!
"მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის
პირების მფლობელობაში ან
ხიდის მშენებლობა დაიწყო 3 დეკემბერს და დასრულდა 13 დეკემბერს,
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები