რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
რამ გამოიწვია გაზის რაოდენობის შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით დარიცხვა 2018 წლის მაგალითზე
2024 წლის დეკემბერში, მოქალაქეებს, წინა თვესთან შედარებით, გაზის
გადასახადი გაორმაგებული და ხშირ შემთხვევაში გასამმაგებული ოდენობით
დაერიცხათ.
აღნიშნულმა ფაქტმა, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ წელს ზუსტად ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, როგორც რამდენიმე წლის წინ, 2017-2018 წლების ზამთარში მოხდა.
მართლაც, 2017 წლის დეკემბერში, ასობით მოქალაქემ გააპროტესტა გაზის გადასახადი. საკითხით ენერგოომბუდსმენიც დაინტერესდა. მოქალაეებმა საჩივარი დაწერეს. 2018 წლის ბოლოს კი ანგარიშიც გამოქვეყნდა.
ანგარიშში წერია:
,,2017-2018 წლის ზამთრის პერიოდში გამოვლინდა მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რაოდენობის შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით დარიცხვები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ბუნებრივი გაზის მრიცხველების დაზიანების და ბუნებრივი გაზის გაჟონვების შედეგად.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა ყველა ასეთი აბონენტის როგორც ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, გაზმომარაგების ქსელის და დანადგარების შემოწმება. გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, მათ შორის მომხმარებელთა ქსელების გაუმართაობა და გაჟონვები, რამაც განაპირობა შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები. გარკვეულ შემთხვევებში კი, მომხმარებელთა მითითება ბუნებრივი გაზის ხარჯების შეუსაბამობის შესახებ არ დადასტურდა.
შეუსაბამოდ მაღალი დარიცხვების პრობლემამ მწვავედ იჩინა თავი 2017 წლის ზამთრის პერიოდის დადგომისთანავე ქალაქ გორში და მის შემოგარენში. ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
თავდაპირველად, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია გორში, მოსახლეობისათვის 2017 წლის დეკემბერის თვის ბუნებრივი გაზის შეუსაბამოდ მაღალი (ორჯერ და უფრო მეტჯერ გაზრდილი) გადასახადების დარიცხვის შესახებ, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, აქცია გაიმართა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის - სს„საქორგგაზის“ ადგილობრივ ოფისთან, სადაც მოსახლეობა ითხოვდა სათანადო განმარტებებს გაზრდილი გადასახადების შესახებ.
მომხმარებლებმა განმარტეს, რომ მიმართეს კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომელმაც მოსახლეობას განუმარტა, რომ გადასახადების ზრდა გამოიწვია ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდამ და კლიმატური პირობების შეცვლამ ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით.
არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლების არაერთხელ ჩავიდნენ ქ.გორში. მომხმარებლებს განემარტათ, კომპანიებთან დავის წარმოშობის როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები.
საკითხის შესწავლის საწყის ეტაპზე ძირითადად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც ქვემოთ გვექნება საუმარი. პირველი, მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის ღირებულების შესახებ ეგზავნებედათ მხოლოდ ტექსტური (SMS) შეტყობინებები, რომლებიც მხოლოდ დარიცხული ბუნებრივი გაზის ღირებულებაზე-ყოველთვიურ თანხაზე შეიცავდა ინფორმაციას და არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი გაზის ყოველთვიური ქვითრები, რის გამოც, ისინი ვერ ახერხებენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობების შედარებას გასული თვეების ხარჯებთან.
მეორე, დადგინდა, რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის აღმრიცხველებმა ბუნებრივი გაზის მრიცხველებიდან ჩვენებების აღება განახორციელეს 3-4 დღის დაგვიანებით (30 კალენდარული დღის ნაცვლად, 33-34 დღეში), რითაც გაზარდეს და დაარღვიეს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, კერძოდ, მრიცხველის ჩვენებების აღების 30 დღიანი ვადა.
მესამე დამატებითი გარემოება არის, რომ 2017 წლის ივლისის თვიდან სს „საქორგგაზისთვის“ მოქმედებდა ბუნებრივი გაზის გაზრდილი ტარიფი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის - 57.011 თეთრი/მ3, რაც დაახლოებით 11 თეთრით აღემატებოდა მანამდე მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფებს.
უდავოა, რომ ყველა ზემოაღნიშნულმა გარემოებამ თავისი გავლენა მოახდინა ბუნებრივი გაზის გადასახადის საბოლოოდ ფორმირებაზე. აქედან, პირველი ორი წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას, რის თაობაზეც კომპანიას მიეცა გაფრთხილება და დარღვევები მომდევნო თვიდან გამოსწორდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგებოდა კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი.
გარდა ამისა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა გორის პრობლემასთან დაკავშირებით მიიღო დაახლოებით 800-მდე განცხადება (დამატებით 200- მდე განცხადება მიიღო კომისიის საჩივრების სამსახურმა). შესაბამისად, დაიწყო განცხადებების ინდივიდუალურად შესწავლაც. თითოეული აბონენტის შემთხვევაში გადამოწმდა მიმდინარე და გასული წლების ყოველთვიური მოხმარებები. გარკვეულ შემთხვევებში დადგინდა, რომ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა არ აღემატებოდა 2016 წლის ანალოგიურ თვეებში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობას. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის მკვეთრი გაზრდა.
რაც შეეხება განცხადებების საერთო რაოდენობის 30%-ს, სადაც აშკარა იყო მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის გაზრდა, მათზე მუშაობა გაგრძელდა. განხორციელდა ყველა ასეთი აბონენტის, როგორც ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, გაზმომარაგების ქსელის და დანადგარების შემოწმება. მომხმარებლებს მიეცათ წერილობითი განმარტებები, რომ საკითხზე საბოლოო დასკვნების და გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება თუ ისინი მოითხოვენ თავიანთი მრიცხველების აკრედიტებულ ლაბორატორიებში, ან შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებში მათ შემოწმებას, მეტროლოგიური მახასიათებლების, ასევე, ცდომილებებლის დადგენის მიზნით.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განმარტავს, რომ აღრიცხვიანობის დარღვევის შემთხვევები საკმაოდ ეფექტურად შეიძლება დარეგულირდეს თვით გაზმომარაგების კომპანიების მხრიდანაც. პირველ რიგში, ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაფიქსირდეს ჩვენების აღებასთან დაკავშირებული პრობლემის არსი და შედგეს შესაბამისი აქტი. მეორე, ამომწურავად შეფასდეს მრიცხველის ლაბორატორიული დამოწმების აქტში აღნიშნული ყველა ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, ვარგისია თუ არა მრიცხველი ექსპლუატაციისათვის, აღემატება თუ არა ცდომილება დასაშვებ ზღვარს, იკითხება თუ არა საბოლოო ჩვენება და ა. შ. რაც, თავის მხრივ წარმოადგენს დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობის კორექტირების სამართლებრივ საფუძველს.
უნდა შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე აღრიცხული შეუსაბამოდ მაღალი ხარჯი წარმოადგენდეს რეალურ ხარჯს, მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების წარმადობის გათვალისწინებით. რისთვისაც საჭიროა, გულდასმით შემოწმდეს გაზმომარაგების ქსელი და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარები.
ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აღრიცხვიანობის დარღვევის პერიოდში განხორციელებული დარიცხვა უნდა დაკორექტირდეს ანალოგიურ პერიოდში გამართული აღრიცხვის კვანძის (მოწესრიგებული აღრიცხვის) პირობებში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შესაბამისად (სეზონურობის გათვალისწინებით).'' - ციტატის დასასრული

ამავე კატეგორიაში
გაატარე დაუვიწყარი ახალი წელი ფერაძეების მარანში!
"მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის
პირების მფლობელობაში ან
ხიდის მშენებლობა დაიწყო 3 დეკემბერს და დასრულდა 13 დეკემბერს,
ასეთი პასუხი გასცა მოქალაქეს მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
ექიმების ბრიგადას მძიმე პაციენტი გადაყავდა, რომელიც გარდაიცვალა.
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები