გიორგი ლოთუაშვილის ბიოგრაფია ხელმძღვანელ თანამდებობებზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოდან იწყება. 2011 წელს ის გლდანი ნაძალადევის რაიონის შს სამართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
2012 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების განყოფილების უფროსია.
2013 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, ის უფრო დაწინაურებული ჩანს, კერძოდ, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებს.
2014 წლის პირველ ნახევარში თბილისში, ისანი-სამგორის რაიონული შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გიორგი ლოთუაშვილი საპატრულო პოლიციაში გადაჰყავთ, პირდაპირ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ლოთუაშვილი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ წარმოშობით ხაშურელი ლოთუაშვილი, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის უფროსის კაბინეტიდან შს სამხარეო სამმართველოს უფროსის კაბინეტში გადაიყვანეს.
ცვლილება არ შეხებია გორის შს სამმართველოს, რომელსაც, ასევე, ხაშურიდან გადმოყვანილი გიორგი ხაჩიძე ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება ამჟამად უკვე ყოფილ უფროსის ისტორიას, ამის შესახებ იხილეთ 2014 წლის 17 ივლისს მომზადებული მასალა აქ:
ფოტოზე: ყოფილი და ამჟამინდელი უფროსები (ფოტოზე მარცხნივ ლევან გენგაშვილი, მარჯვნივ - გიორგი ლოთუაშვილი)
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები