ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქმე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი (მუშების) კუთვნილი თანხების დაუფლებას ან მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღებას ეხება. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით კვალიფიცირდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა დეტალებს არ ახმაურებს.
შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახური 2014 წლის შემოდგომამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში იყო. 2014 წლის დეკემბრიდან ის გაუქმდა და მის ნაცვლად აიპი (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბდა, რომელიც გორის მერიას დაექვემდებარა. ახლადჩამოყალიბებულ აიპიში, ,,კეთილმოწყობის" სამსახურთან ერთად, გამწვანების სამსახურიც შევიდა. გამოძიება სწორედ ,,აიპამდე" არსებულ პერიოდს სწავლობს.
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტაცია 2015 წლის იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნის დადების შემდეგ, გაითხოვა. სახელმწიფო აუდიტმა კი, გამგეობის ფინანსური საქმიანობა 2012-2013 წლების ფარგლებში შეისწავლა. აუდიტის დასკვნაში ,,კეთილმოწყობის" სამსახურის საქმიანობის ხარვეზებიც ფიგურირებს.
შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურს ,,ეროვნული ფორუმის" წევრი ირაკლი ტლაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ასევე ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა პაპუნა კობერიძემ (მუნიციპალიტეტის გამგებელი 2012-2013 წწ) მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის (ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი) რეკომენდაციით დანიშნა.
,,კი ჩვენც გავიგეთ, რომ დაუკავებიათ, დეტალები ჩვენც არ ვიცით" - გვითხრა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გურამ მჭედლიძემ. ბიუროში ჩვენი სტუმრობისას ,,ეროვნული ფორუმის" ადგილობრივ წარმომადგენლებს შეკრება ჰქონდათ.
შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მუშებმა დაბალ შრომის ანაზღაურების თაობაზე პროტესტი, ჯერ კიდევ, 2014 წლის 3 დეკემბერს გამოხატეს, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჩაიწერა.
ფოტოზე: მენეჯერი სოლომონ გიგაური თანამშრომლებთან ერთად
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები