მზის ბატარიების პროგრამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს სოსო ვანიშვილს შენიშვნები აქვს. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახისთვის განხორციელებულიყო, სადაც მუნიციპალიტეტი 50%-იანი თანადაფინანსებით შევიდოდა.
,,თუ აკეთებთ, მაშინ ყველა მოსახლეზე გააკეთეთ. რა უნდა ვუყოთ იმ მოსახლეს, რომელიც უკან დაბრუნდება და იგივეს მოგთხოვთ? ისინი დისკრიმინაციაში აღმოჩნდებიან" - უთხრა სოსო ვანიშვილმა რაიონის გამგებლის მოადგილეს გია წვერავას.
გია წვერავას თქმით, ჯერ მხოლოდ 7 ოჯახზეა საუბარი, რომელიც ამჟამად თითქმის დაცარიელებულ სოფლებში ცხოვრობს და საჯარო რეესტრშია მათი მონაცემები დარეგისიტრებული.
,,ჯერ მხოლოდ 7 ოჯახი ცხოვრობს. დამერწმუნეთ, ყველას გაუკეთდება. ამაზე პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება სოსო ვანიშვილის შენიშვნას, ვიტყვი, რომ რა მნიშვნელობა აქვს საქმე მარჯვენა თუ მარცხენა ჯიბიდან გაკეთდება. თანადაფინანსების პროექტს დრო ჭირდება" - აცხადებს გია წვერავა.
გია წვერავა ამბობს, რომ ამჟამად გამგეობაში 33 კაციანი ხელმოწერები დევს. შესაბამისად, უახლოეს ხანებში სავარაუდოდ, ამ სოფლებში ოჯახების რაოდენობა 33-მდე გაიზრდება.



კასპის ელექტროაპარატის ქარხნის შენობაში





სტატიის გამოყენების პირობები