რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
აუდიტი ,,დილაში" - კლუბში ხელფასები თვითნებურად გაზარდეს

 

2015 წელს გორის ბიუჯეტში  ,,დილასთვის, 2 მლნ ლარამდე თანხა გაითვალისწინეს. ახლა კი კლუბი 2 მლნ ლარზე მეტს ითხოვს. იმ ხელფასების ფონზე, რომელიც წელს კლუბმა ევროპული ტურნირებიდან მიღებული დივინდების წყალობითაც გაზარდა, კლუბის ადმინისტაციას  მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმები გაუზარდა.

 

გორის მერი გვიდასტურებს, რომ კლუბის ადმინისტრაციამ ხელფასების ზრდა მერიასთან შეთანხმების გარეშე მოახდინა.

 

საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორის მერიის დაქვემდებარებაში. იქ განხორციელებული ყველა ფინანსური კომბინაცია მერთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამიტომ, ააიპ ,,გორის საფეხბურთო კლუბ დილას" ფინანსურ მდგომარეობას შიდა აუდიტი შეისწავლის.

 

2015 წლის 21 ოქტომბერსვე კლუბის დირექტორს გიორგი ტუღუშს საკრებულოს ბიუროს წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.

 

რაში ხარჯავთ ამ ფულს? - ჰკითხეს გიორგი ტუღუშს. კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თუ ძვირადღირებულ ფეხბურთელებს სათანადო ანაზღაურება არ ექნება, კლუბი დაიშლება.

 

ბიუროს სხდომის შემდეგ გორის მერთან ფეხბურთელები დაიბარეს. ფეხბურთელებთან საუბრის  დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა, მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე გვეუბნება, რომ ფეხბურთელებთან, სწორედ, ფინანსურ საკითხებზე იყო საუბარი.

 

ქალაქის საკრებულოს ბიუროს წევრებმა კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში მაშინ დაიბარეს, როდესაც 21 ოქტომბერს კლუბისთვის დამატებით 65 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი შეიტანეს.

 

საკრებულოს წევრი ილია მეტრეველი ამბობს, რომ საჭიროა საფეხბურთო კლუბს გამოეყოს საფეხბურთო სკოლა, რომელიც ადგილობრივ თაობას გაზრდის და კლუბს ფეხბურთელებს გაუზრდის. 

 

კლუბსა და სკოლას ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავს. ილია მეტრეველის იდეას საკრებულოს ბიუროს კიდევ ორი წევრი - ზურაბ როსებაშვილი და დავით რაზმაძე დაეთანხმნენ. ილია მეტრეველი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, საკრებულოს წინაშე, კლუბისა და სკოლის გაყოფის ინიცირებით შევა.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.