რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,საავადმყოფოში შვილის აცრას ვითხოვდი და ნაცნობი პოლიციელი გამოიძახეს"

 

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ემყარება. Qartli.gE-ს დაკავების ამსახველი ვიდეო-მასალა მიაწოდეს, სადაც ვეფხია ბალხამაშვილის დაკავებაა ასახული. დაკავება საავადმყოფოს ფოიეში მოხდა და შემდეგ მანქანაში სვამენ. ვიდეო-მასალაში ორივე კამერაზე დაფიქსირებული უხმო კადრებია მოცემული.

 

ინციდენტი 2014 წლის 1 სექტემბერს მოხდა. ამ დღეს ვეფხია ბალხამაშვილმა შეიტყო, რომ მის შვილს წინა დღეს ძაღლმა უკბინა. შვილი საავადმყოფოში მეორე დღეს საღამოს საათებში მიიყვანა. საავადმყოფოს ექიმები აცრას არ უტარებდნენ, რადგან არასრულწლოვან შვილს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა.

 

ვეფხია ბალხამაშვილი ,,მედიალფას" კლინიკის ექიმებს უხსნიდა, რომ მის შვილს კბენიდან 24 საათი უსრულდებოდა და აცრის პროცედურა გვიანდებოდა. ადმინისტრატორმა გოგონამ ვეფხია ბალხამაშვილს საავადმყოფოს დატოვება მოსთხოვა.

 

საქმის მასალების მიხედვით, ადმინისტრატორი უთითებს, რომ ვეფხია ბალხამიშვილმა მას ,,დებილი" უწოდა.  დაურეკა პოლიციელს და ტელეფონში უთხრა: ,,მოდი, ერთი გამომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობსო".

 

პოლიცია მაშინვე მივიდა და ვეფხია ბალხამიშვილი შვილის თვალწინ დააკავეს. შვილი კი აუცრელი დატოვეს. აცრა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩაუტარეს.

 

წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე გავიდა. საქმის არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს დაიწყო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.