,,შევისწავლი საკითხს და სამშაბათს დამიკავშირდით." - უთხრა გუბერნატორმა ცხავერელებს შაბათ დღეს. - ,,ამიტომ ახლა დაპირებას ვერ მოგცემთ. გავერკვევი სიტუაციაში. თუ გეტყვით, რომ ეს სამ თვეში იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ დენს სამ თვეში მიიღებთ." - დაპირდა გუბერნატორი ცხავერელებს.
,,თქვენ მგონი წინასწარ იცოდით ამ აქციის შესახებ" - დღემდე ასეა დარწმუნებული მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, თითქოს საპროტესტო აქცია ცხავერელებმა, ჟურნალისტებთან შეთანხმებით, დაგეგმეს. ,,გზაზე რომ დაგვინახეს მანქანებით, ჩვენსკენ გამოემართნენ. გვეგონა, ვინმე ცუდად იყო სოფელში და შველა ესაჭიროებოდათ" - იხსენებს გოჩა გოჩიტაშვილი. იმ დღით გუბერნატორი და გამგებელი გოსტიბეში, გოსტიბეობის დღესასწაულზე დასასწრებად, მიდიოდნენ.
,,არანაირი ინფორმაცია გვქონდა ამ აქციის შესახებ. წინა დღეს მე მაგ სოფელში ვიყავი და ერთმა ადამიანმაც კი არ თქვა იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა გზაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დახვედრას" - განუცხადა სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ ბარნოვმა გოჩა გოჩიტაშვილს ერთ-ერთ თათბირზე.
ცხავერში, სადაც ამჟამად 10-მდე კომლი ცხოვრობს, ელექტროენერგია 22 წელია არ მიეწოდებოდათ. 1997 წელს კი სადენები მთლიანად მოიპარეს.
2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით სოფელში 45 აბონენტია დარეგისტირებული. გამგებლის წარმომადგენლის გურამ ბარნოვის თქმით, ძირითადად, ზაფხულში მცხოვრებთა მონაცემებიც გაითვალისწინეს.
,,მოკლედ, მე დენს მივხედავ, გოჩა წყალს მიხედავს" - ასე დაემშვიდობნენ გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ცხავერელებს ზაფხულში.
3 თვის შემდეგ სოფელში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ავიდნენ.
ელენე ქარქუსაშვილის თქმით, ელექტროენერგია 2 კვირის წინ ჩართეს. ძირითადად, სერიალებს და საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს.
იხ. ვიდეო:
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
სტატიის გამოყენების პირობები