,,პირადობის მოწმობა არ გვინდა. მხოლოდ მართვის მოწმობა და ტექპასპორტი წარმოგვიდგინეთ" - გვითხრა გორის შს სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომელმა ატენის გადასახვევთან. მათ გორის რაიონში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლების პატრულირება ევალებათ.
პოლიციის პიკაპები ატენის და უფლისიციხის გადასახვევთან, გორი-მცხეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დგას. პოლიციის დეტექტივები კი ყველა სოფელში მოძრაობენ.
საბარგულების შემოწმება, ძირითადად, უაზის და მიკროავტობუსების გაჩერების შემთხვევაში ხორციელდება. ,,საეჭვო" მძღოლები ან მგზავრები შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ ცენტრში მიჰყავთ.
რა მიზნით და რა ვადით გაგრძელდება ასეთი რეიდები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ ბრძანებას ასრულებენ.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები