,,დარეკა 112-ზე და ამბობს, რომ მის სახლში არ აძლევენ სადღეგრძელოს თქმის უფლებას; რომ ეჩხუბებიან და სურს, რომ მოიქცეს ისე, როგორც უნდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმრობით გეუბნებით, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევებია ოჯახში მამაკაცებზე ძალადობის, თუნდაც შვილისგან ან სხვა მხრიდან. მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. როდესაც იმ მამაკაცს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, იქ გარკვეული აღსარებასავით დაწერა, რომ სახლში ხშირად აშავებს, აბრაზებს ოჯახის წევრებს და ერთი სიტყვით არ იქცევა კარგად." - უთხრა ნოდარ სააკაშვილმა სტუდენტებს.
2014 წლის 11 დეკემბერს ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილი და ქალთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ფსიქოლოგები გაესაუბრნენ.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები