რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,საფლავზე გუშინ ვიყავი, რატომ მე არ ავფეთქდი?!"

 

დღეს სოფელში იური ვაზაგაშვილი ახლობლის დასაფლავებაზე იმყოფებოდა.  შვილის საფლავზე დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე მივიდა. ახლობლები შვილის საფლავზე აფეთქებას, სწორედ, იური ვაზაგაშვილის მისვლას უკავშირებენ.

 

ოჯახის ახლობელი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჩაწერა, გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იმდაგვარად იყო დანაღმული, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გამოჩენისთანავე ამოქმედდებოდა.

 

,,მე გუშინაც ვიყავი საფლავზე,  ყვავილებიც ვნახე და გარდაცვლილები დავათვალიერე. რატომ მე არ ავფეთქი? ეს აშკარად სპეციალურად იურისთვის გაკეთდა. საერთოდ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, საფლავს უვლიდა ხოლმე. ეს შაბათ-კვირასაც აქ იყო. თუ თავის მოკვლა უნდოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა. გუშინ წავიდა თბილისში და დღეს ისევ ჩამოვიდა, რადგან თანასოფლელის დაკრძალვას უნდა დასწრებოდა. იცოდნენ, რომ როცა ის აქ იყო, აუცილებლად შვილის საფლავზე მივიდოდა" - აცხადებს ოჯახის ახლობელი, რომელიც თვითმკველობის ვერსიას გამორიცხავს.

 

სხვა ახლობლებიც ამბობენ, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ოღონდ მაშინ, როდესაც ის მარტო მოიხელთეს.

 

,,შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით." - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

იური ვაზაგაშვილი, ბოლო პერიოდში, შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით, ახალ დეტალებზე საუბრობდა.ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმ პიროვნებების მოსხსნა და დასჯას ითხოვდა, რომლებიც 2006 წლის 2 მაისს თბილისში ,,დინამოს" კორტებთან მომხდარ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ.

 

2006 წელს კი ამ საქმეში უამრავი პოლიციელი მონაწილეობდა. კერძოდ, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კრიმინალური პოლიციის მაშინდელი უფროსის ირაკლი ქადაგიძის მიერ 2006 წლის 1 მაისს დამტკიცებული ბრძანება შემდეგ შინაარს მოიცავს: „დაჯგუფების" წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის   დაახლოებით ათკაციანი ოთხი ჯგუფი შეიქმნა. 2006 წლის 2 მაისს 40-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი  „ჯერჯერობით დაუდგენელ" რაიონში, „ჯერჯერობით დაუდგენელ" პირებზე „ჯერჯერობით  დაუდგენელ" პირთან ერთად საყაჩაღოდ წასული სამი ადამიანის სათვალთვალოდ გავიდა. 40-მდე სპეცრაზმელის ეს გასვლა იური ვაზაგაშვილის შვილის და მისი მეგობრების მოკვლით დასრულდა.

 

დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყარაფილელები იმ თანამშრომლების დაკითხვას ითხოვენ, რომლებიც ყარაფილას ტერიტორიას საგუშაგოებიდან აკონტროლებენ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის
შემსრულებელი სიმონ გულედანი.
განკარგულების პროექტის ინიციატორია გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.
15:34 / 26.04.2025
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
რომელზეც 2024 წელს 16 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კომპანია
15:28 / 26.04.2025
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
განსაკუთრებით, დაზარალდა სოფელი ზერტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
23:59 / 25.04.2025
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
15:29 / 25.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.