რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რუსეთის პირველი არხის თანამშრომელი 30 000 რუბლით დააჯარიმეს
რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა 30 000
რუბლით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“
ავრცელებს.
ადმინისტრაციული საქმე მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ განიხილა. ფოტო ტელეგრამზე ბელორუსმა ადვოკატმა ანტონ გაშინსკიმ გამოაქვეყნა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მარინა ოვსიანიკოვას ბრალად დასდეს ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.
რუსეთის ,,პირველი არხის'' თანამშრომელი, გადაცემა "ვრემიას" მსვლელობისას, წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.
პლაკატზე ეწერა: "არა ომს, შეაჩერე ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".
ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს ჟურნალისტების დაკავებას და მარინა ოვსიანიკოვას თავშესაფარი შესთავაზა:
"ვგეგმავთ გადავდგათ დიპლომატიური ნაბიჯები რათა ოვსიანიკოვას დაცვა შევთავაზოთ საელჩოში ან თავშესაფარში" – თქვა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ გეგმავს ჟურნალისტის საკითხი ვლადიმერ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრისას დასვას.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები