რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პირველი ვილა ძამის ხეობის ტყეში, სადამდეც ქარელის მერია გზას გაანათებს
მდინარე ძამის ხეობის ტყეში პირველი საერო დასასვენებელი სივრცე, ვილა აშენდა, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით, ძლევიჯვარელ ბიზნესმენს ვასიკო შერაზადაშვილს ეკუთვნის.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ვილა იმ ტერიტორიაზეა აშენებული, რომლის გარშემო ეკლესია-მონასტრებია. როგორც ორი წლის წინ, მეუფე იობმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, საპატრიარქოს სარგებლობაში მთლიანი ხეობის გადაცემა სურდა. აქ ჩაფიქრებული იყო, რომ გაკეთებული ათონის მთის მსგავსი გარემო, სადაც მხოლოდ ბერ-მონაზვნები იცხოვრებდნენ, ხოლო საერო პირების შესვლა შეზღუდული იქნებოდა.

ქარელის მერიამ 69 700 ლარი გამოყო ქარელიდან კოდმანამდე გარეგანათების მოსაწყობად.



საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 3800 კვ.მ-ია, შერაზადაშვილებამდე სხვა პირებს ეკუთვნოდა. ის რამდენიმე ადამიანზეა გაყიდული და საბოლოოდ ვასიკო შერაზადაშვილმა შეიძინა.

შენობა მდინარე ტყემლოვანასწყლის ნაპირზე მდებარეობს, რომელიც წიფლოვანასთან მდინარე ძამას უერთდება. აქ ყოველ უქმეებზე დიდი სტუმრიანობაა.

საჯარო რეესტრის რუკის მიხედვით, შენობა მოქცეულია იმ საზღვრებში, რომელიც მესაკუთრე ფლობს, თუმცა მის გვერდით აშენებული სპორტული მოედნები კუთვნილ ფართობს სცილდება.





ქვემოთ 2006 წლის რუკაზე მიწის ფართობი ცარიელი ჩანს. 



ვასიკო შერაზადაშვილს და ,,ქართული ოცნების'' ცნობილ დამფინანსებელს და სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორს, სლავა შერაზადაშვილს, რამდენიმე კომპანიაში საერთო ინტერესები აქვთ. მაგალითად, ,,ელიტ სერვისში'' ვასიკო შერაზადაშვილი გარკვეული აქციების მფლობელი სლავა შერაზადაშვილის დახმარებით გახდა. ვასიკო შერაზადაშვილი ფლობს ძლევიჯვარში რეგისტრირებულ სამეურნეო კომპანიას ,,აგრო ინდუსტრიას''. საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, ვასიკო შერაზადაშვილმა ,,აგრო ინდუსტრიის'' კუთვნილი წილი საქართველოს ბანკში დააგირავა 50 მლნ ლარად.

ვასიკო შერაზადაშვილი დაახლოებული პირია ასევე გორში ცნობილ ბიზნესმენ გივი ჯალაბაძესთან. მათ საერთო ინტერესები აქვთ სამშენებლო კომპანიებში - ,,მივა ბილდერს'' და ,,მივა დეველოპმენტში''. 

ძლევიჯვრის მეურნეობას ესტუმრა გასულ წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც მასპინძლობას უწევდა სლავა შერაზადაშვილი. შერაზადაშვილმა დააფინანსა ჭიდაობის ტურნირი, სადაც მონაწილეებსაც და გამარჯვებულებსაც სოლიდური თანხა გადასცეს. შერაზადაშვილი აფინანსებს სოციალურ პაკეტებს, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ქარელში რიგდება. შერაზადაშვილმა დააფინანსა აგარის ქარხნის მუშებისთვის პროდუქტების პაკეტის გაცემა მაშინ, როდესაც ქარხანამ საახაწლო პერიოდში მუშაობა შეწყვიტა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
2025 წლის იანვარ-მარტში გორის ბიუჯეტს საგზაო
2025 წლის იანვარ-მარტში გორის ბიუჯეტს საგზაო
13:16 / 28.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.