რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ბიზნესმენ შერაზადაშვილების ობიექტი გაქურდეს
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ძლევიჯვარელი ბიზნესმენების, შერაზადაშვილების სარგებლობაშია. ტვ
მონიტორინგის ინფორმაციით, წაღებულია სამშენებლო მასალები და
ხელსაწყოები. ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
,,ქართლის ამბებმა" კი გაარკვია, რომ შენობა კომპანია ,,ელიტ სერვისს" ეკუთვნის, რომლის დირექტორად 2023 წელს ვასიკო შერაზადაშვილი დაინიშნა. იგი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ გახდა, როდესაც 33% პროცენტი მას სლავა შერაზადაშვილმა გადაუფორმა. სლავა შერაზადაშვილი ,,საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფინანსებელი და სახელმწიფო ტენდერების მსხვილი კონტრაქტორი, რომლის ღირებულება, ღია წყაროებით, ასეულობით მილიონ ლარს აღემატება.
მიწა, სადაც დღემდე უფუნქციო შენობა დგას, გორის მერიას ეკუთვნის და 2013 წლამდე მწვანე ზოლს წარმოადგენდა. 2013 წელს, მაშინდელმა გამგეობამ, მიწა 49-წლიანი იჯარით ,,ელიტ სერვისს" მისცა. ,,ელიტ სერვისმა" ხეები გაჩეხა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, გაიმართა აქციები. მოსახლეობა იმით დაამშვიდეს, რომ შენობის გარშემო უფრო ბევრი ხე დაირგვებოდა.
კომპანიამ, მწვანე ზოლზე, რესტორნის ტიპის შენობა ააშენა. დოკუმენტაციაში სლავა შერაზადაშვილის სახელიც გამოჩნდა. ერთ-ერთმა მეწილემ ელგუჯა წერეთელმა მინდობილობით წილის ფლობის უფლება სლავა შერაზადაშვილს მისცა. სლავა შერაზადაშვილმა კი ვასიკო შერაზადაშვილს დაუთმო.
რაც შეეხება დიმიტრი დიმიტრიადს, რომელსაც, როგორც დირექტორს, 2013 წელს, მოსახლეობა პირადად უპირისპირდებოდა და სუფთა ჰაერის წართმევაში ადანაშაულებდა, მანაც საკუთარი წილი ვასიკო შერაზადაშვილს გადაუფორმა.
დღეს შენობის აბრაზე გამოკრულია წარწერა - ,,ქირავდება"

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.

2025 წლის იანვარ-მარტში გორის ბიუჯეტს საგზაო
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები