რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში კონკურსის “ომის მეხსიერება ქალაქში” გამარჯვებულების დაჯილდოება და მიურალის გახსნა შედგა
2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ზოგადი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი “ომის მეხსიერება ქალაქში”. IDFI-სა და ZINC Network-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ქალაქ გორის გარშემო ფიზიკურ სივრცეში ახალგაზრდების შექმნილი ნამუშევრის დატანით, ომის მეხსიერების თემაზე ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება იყო.

კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს, პირველ ადგილზე გასული კი 17 წლის გიორგი ტეტუნაშვილია. მისი ჩანახატი იტევს გამძლეობის, შეუპოვრობისა და მომავლის იმედის სიმბოლურ მნიშვნელობას. ესკიზი ასახავს ომის სისასტიკის შედეგების ფონზე, ადამიანს, რომელიც ცდილობს ნერგი თავიდან გაახაროს, სიცოცხლე გააგრძელოს და მავთულხლართებთან ასეთი სიახლოვის მიუხედავად, შეუპოვრად განაგრძოს თავისი საქმე.

ესკიზის ავტორის ინტერპრეტაციით: “მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგანადგურეს, მთავარია იმედი აღორძინებისა”. სწორედ ეს ციტატა ახლავს თან მიურალს, რომელიც ქალაქ გორში, კირიონ II-ს ქუჩაზე არის განთავსებული.

მიურალის გახსნა ქალაქ გორში სიმბოლურად, 2022 წლის 7 აგვისტოს გაიმართა.

კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს გიორგი ცაბაძემ და ქეთევან ბერაშვილმა. გიორგის ნამუშევარი გადმოსცემს ერთი ქართული ოჯახის ტრაგედიას, მისივე სიტყვებით: “მამა გრძნობს რომ უძლურია მტრის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ და გზაზე გამოსული ცდილობს გადაარჩინოს დაბომბვისგან თავის ცოლშვილი, თუმცა მისი პატარა ვაჟი სათამაშო წყლის პისტოლეტით მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურთა ტანკებს თავისი ოჯახისა და სამშობლოს დასაცავად, რითიც გამოვხატე ის უკვდავი საბრძოლო სული, რომელიც გენეტიკურად დევს თითოეულ ქართველში.”

ქეთევანის ნამუშევარი მისივე ინტერპრეტაციით - “მეხსიერებაში ჩაკირული აგვისტოს ტყვიები” გადმოსცემს იმ განცდებსა და ემოციებს, რომელიც დატოვა ომმა ქალაქის მეხსიერებაში: “გმირულად დაღვრილი სისხლი; დედები, რომლებიც შვილების გადარჩენას ცდილობენ; ბავშვები, რომლებსაც ომის მოგონებებისგან გაქცევა სურთ; დაცხრილული კედელი, რომელზეც ყაყაჩო ამოსულა.”

კონკურსი IDFI-ს პროექტის “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის სამივე გამარჯვებულს 7 აგვისტოს, გრაფიტის გახსნასთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრიზები და სერთიფიკატები. Პროექტის სხვა მასალების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gorimap.ge
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.