რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჯოზეფ ბორელი ყაზბეგში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ყაზბეგში
იმყოფებოდა.
იგი ზღვის დონიდან 3 014 მეტრ სიმაღლეზე სამთო ქოხს, ალტიჰათს სტუმრობდა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად.
ფოტო: altihut
ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა.
ეს მოხდა ხურვალეთის მიდამოებში.
,,რაც ემსახურება ჩვენი ადგილზე ყოფნის 15 წლის აღნიშვნას და ხაზს უსვამს საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობისადმი ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას.'' - აღნიშნავენ სადამკვირვებლო მისიაში.
პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების ვითარების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.
,,ხურვალეთში, ბ-ნი ბორელი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე "ბორდერიზაციის" მახასიათებლების - მათ შორის ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკების უარყოფით გავლენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს რთული გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დახურვით ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად მოუწოდებს გადაკვეთის ამ პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებისკენ. ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოსახელობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონეს.'' - აღნიშნეს მისიაში.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები