რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პირს, რომელმაც ქარელის რაიონში ოჯახი დააყაჩაღა და 220 ლარი გაიტაცა, 9 წელი მიუსაჯეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და ბრალდებულს სასჯელი 2 წლით დაუმძიმდა.

მანამდე საქმე ხაშურის სასამართლომ განიხილა, სადაც ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურორის განცხადებით, 2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 22:45 საათზე, დანებით შეიარაღებულები შ. და ლ. ხ–ები, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, ნიღბებით, ყაჩაღურად, ჯგუფურად თავს დაესხნენ პ. გ–ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს 220 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაზარალებულ პ. გ–ს განმარტებით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს განუცხადა, რომ ფულს სახლში ინახავდა, დანებით შეიარაღებული შ. და ლ. ხ–ები შეჰყვნენ ოთახში, სადაც დანის დემონსტრირებით აგრძელებდნენ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას, რის გამოც იგი იძულებული გახდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, თავდამსხმელებისათვის გადაეცა ფული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მართალია, დაზარალებული პ. გ–ი თავდამსხმელებს - შ. და ლ. ხ–ებს თავად შეუძღვა სახლში ფულის მისაცემად, მაგრამ ეს მოქმედება გამოწვეული იყო თავდამსხმელების ძალადობის, მუქარისა და იძულების შედეგად, რაც დაიწყო სახლში შესვლამდე და გაგრძელდა დაზარალებულის მიერ მათთვის თანხის გადაცემამდე და რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოადგენს ყაჩაღობას ბინაში უკანონო შეღწევით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.