რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
აფნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა მეხუთედ გადასწიეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში სასმელი წყლის სისტემის
მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა მეხუთედ გადასწიეს. ამჯერად,
2025 წლის 25 აპრილამდე.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აღარ იტვირთება ის წერილები, რომლითაც კომპანიები სამუშაოების გადავადებას ასაბუთებენ. არც თანხმობის წერილებშია განმარტებული ის გარემოებები, თუ რამ გამოიწვია სამუშაოების შეფერხება. პროცესები მედიისთვის და მოქალაქეებისთვის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
სოფელში, სადაც სულ 26 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სასმელი წყლის სამუშაოები 2022 წლიდან დაიწყო.
თავდაპირველად, ჭაბურღილისთვის მიწა სოფლის ზედა ნაწილში გათხარეს, თუმცა წყალი არ ამოვიდა და მიწა ჩაიშალა. ამბავი 2022-2023 წლების დოკუმენტებში დეტალურადაა მოთხრობილი. კომპანიას არ აძლევდნენ თანხას იმის გამო, რომ წყალი არ ამოვიდა. პირველი ჭაბურღილის ადგილი მიწით ამოავსეს და ზედ სკვერი გააკეთეს.
2024 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდა და გადაწყდა, რომ ჭაბურღილი სოფლის ქვედა ნაწილში გაკეთებულიყო. მიმდინარე პროექტის მიხედვით, წყალი აიქაჩება სოფლის ზედა ნაწილში და რეზერვუარით განაწილდება სახლებში. ეს პროცესი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მეხუთედ გადაიდო. რა პრობლემებია სამუშაო პროცესში, ამას ოფიციალურად ატვირთულ დოკუმენტებში აღარ უთითებენ.

ამავე კატეგორიაში

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.

საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,

Midea-ს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ყველა კატეგორიის
საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება

,,ასე გვითხრეს - რა ვქნათ? არ გვაქვს ფული! ძალიან ბევრია 4 მლნ
ლარიო''
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები