რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპის ,,VODKA'' საწვავად ,,დამწვარი ზეთის'' გამოყენებას აპირებს
კასპის სპირტის ქარხანა, საწავავად, დამწვარი ზეთის გამოყენებას
აპირებს.
ამისათვის 6 რეზერვუარი მოიყვანეს მწყობრში, სადაც გადამუშავებული ზეთის შეგროვება მოხდება. წვის შემდეგ, ნარჩენები მდინარე ლეხურაში ჩაირეცხება, თუმცა, როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, სუფთა და გადამუშავებული სახით.
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საწარმო ამჟამად 650 000 ლიტრ სპირტს აწარმოებს. ,,ქართუ ბანკის'' მიერ მომზადებული ბროშურის მიხედვით, საწარმოში დასაქმებულია 73 ადამიანი. წარმოების ზრდის პროცესში, მომუშავეთა რაოდენობის ზრდა არ იგეგმება.
საწარმო, რომლის სახელწოდებაა ,,ნატურალური პროდუქტების კომპანია'' ფუნქციონირებს ქ. კასპის გარეუბანში, მაჩაბლის ქ. #7 - ში.
უახლოესი მოსახლე ცხოვრობს საწარმოს ტერიტორიიდან 24 მ-ში.
სპირტის ქარხანასთან ახლოს მდებარეობს ასევე შპს ,,ნოსტეს პროდუქტი" - ქათმის და კვერცხის მწარმოებელი საწარმო და შპს ,,მაშპრო" - სოკოს მწარმოებელი საწარმო.
გადამუშავებული ზეთის გამოყენების უფლების მოსაპოვებლად კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ ამჟამად საწარმო საწვავად იყენებს ბუნებრივ აირს და მაზუთს. წარმოების გასაზრდელად კი ეფექტური იქნება გადამუშავებული ზეთიო.
,,წარმოების პროცესში ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია როგორც ნამუშევარი ზეთის, ასევე მაზუთის და ბუნებრივი აირის საწვავად გამოყენების შემთხვევაში როგორც უახლოესი მოსახლის, ასევე სურსათის საწარმოს საკადასტრო საზღვარზე არ გადააჭარბებს მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.'' - ირწმუნება დირექტორი.
წერილში საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, თუ რატომ უნდა გამოიყენონ გადამუშავებული ზეთი:

,,ყველა კომერციული დაწესებულების, მათ შორის სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანია“-ის მიზანს წარმოადგენს მოგების გაზრდა და შესაბამისად საწარმოს გაფართოება. ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის ყველაზე რეალურ გზას წარმოადგენს სპირტის თვითღირებულების შემცირების გზით პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა, ხოლო თვითღირებულების შემცირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ისეთი იაფი საწვავის გამოყენება, როგორიცაა ნამუშევარი ზეთი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზის
გაკეთების შეუძლებლობის გამო, ალტერნატიული საწვავის გამოყენების დაშვება, როგორებიცაა, ჩვენ შემთხვევაში მაზუთი და ბუნებრივი აირი. აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა თითოეული თხევადი საწვავისათვის მიღებისა და საწვავად გამოყენების შესაბამისი პირობების დადგენა და მათი რეალიზება. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით მოხმარებული ნამუშევარი ზეთის წლიური რაოდენობა ტოლი იქნება 1000 ტონის, ხოლო ალტერნატიული საწვავის - მაზუთის - 1000 ტონა/წელი, ბუნებრივი აირის - 1000000მ3/წელი. ასევე გაიზრდება სპირტის წარმოება და მისი ახალი რაოდენობა ტოლი იქნება 1000000ლიტრის.'' - აღნიშნულია წერილში.
წერილში იმასაც ვკითხულობთ, რომ ნარჩენი ზეთის გარდა, საწვავად შესაძლებელია საბურავების გამოყენებაც, თუმცა შესაბამისი ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალება, კომპანიის მტკიცებით, არ გააჩნიათ.
,,უკანასკნელ წლებში ენერგიის წყაროდ ნარჩენების, როგორც იაფი საწვავის გამოყენება, დიდ აქტუალობას იძენს. ასეთ საწვავად როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოში ძირითადად განიხილება ნარჩენი საბურავები, რადგან ერთი ტონა ნარჩენი საბურავების წვის შედეგად მიღებული ენერგია უტოლდება ერთი ტონა ქვანახშირის წვისას გამოყოფილ ენერგიას. ცნობილია, რომ საბურავების დაწვისას ეკოლოგიურად დამზოგველი ტემპერატურა შეადგენს 19000 გრადუსს-ს, რადგან აღნიშნულზე დაბალი ტემპერატურის პირობებში საბურავების წვისას განსხვავებით ნამუშევარი ზეთისა, ატმოსფეროში გამოიყოფა ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორებიცაა სტიროლი, ფურანი, დიოქსინები, რომლებიც წარმოადგენენ მავნეობის პირველი და მეორე კლასის ნივთიერებებს, ხოლო 19000 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე აღნიშნული ნივთიერებები იშლება ქიმიურ ელემენტებად, შესაბამისად წარმოადგენენ უსაფრთხოს, ამიტომ ნარჩენი საბურავების წვისას გამოყენებულია სპეციალური ღუმელები მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით, რაც ჩვენი საწარმოსათვის წარმოადგენს ძნელად შესასრულებელს, რადგან საჭიროებს ტექნოლოგიური დანადგარების, კერძოდ, საქვაბის მთლიანად გადაიარაღებას და რაც მთავარია ასეთი ტექნოლოგიური დანადგარების ღირებულება ჩვენი საწარმოსათვის ხელმისაწვდომი არ არის.'' - აღნიშნულია წერილში.
რამდენად მისცემს ნარჩენი ზეთის გამოყენების უფლებას გარემოს დაცვის სამინისტრო, ჯერ უცნობია.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანია“ დაფუძნდა ყოფილი კვების მრეწველობის სამინისტროს ქ. კასპის საკონსერვო ქარხნის ბაზაზე. ქარხნის ისტორია 1961 წლიდან დაიწყო – ექსპლოატაციაში შევიდა ხილკენკროვანი ღვინოების პროფილით და აღნიშნული მიმართულებით იფუნქციონირა 1985 წლამდე. 1985 წლიდან კი გადაერთო საკონსერვო წარმოებაზე.
1994 წლიდან ქარხნის ბაზაზე დაფუძნდა ორი სააქციო საზოგადოება: „თრიალეთი“ და „არომატი“, ხოლო 1998 წლიდან გაერთიანდა ერთ საზოგადოებად და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას საფირმო სახელწოდებით „საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანია“.
სს „საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანიის“ და სს „ბანკი ქართუს“ პარტნიორული ურთიერთობა 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.

საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები