რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
მამაკაცებმა ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე იმსჯელეს
ახალი კამპანია - მამაკაცები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის გორიდან დაიწყო.

კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია და ქალი კანდიდატების მხარდაჭერაში მამაკაცების გააქტიურება.

კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გორის გენდერის მედიაცენტრში გამართა დისკუსია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენელი მამაკაცები.

ღონისძიება გახსნა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორმა ჯერომ ლეღომ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე მოხსნებები ქალთა მონაწილეობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ქალების პოლიტიკური გაძლიერება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.

ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე თვითმმართველობის მოხელეებს მერის და გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობებზე ქალების დანიშვნის ინიციატივით მიმართა, რადგან მისი დაკვირვებით ქალები მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი სიყვარულით და გულისხმიერებით გამოირჩევიან.

,,ეს იყო განსხვავებული ფორმატის შეხვერა, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ და ისინი მსჯელობდნენ ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებაზე. დარბაზში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაც რათქმა უნდა სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგრამ ისინი გააერთიანა ერთმა იდეამ - მხარი დაუჭირონ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას. ეს გამოჩნდა დღევანდელ შეხვედრაზე მათი საუბრებიდან,“ - განაცხადა ინგა ალავიძემ, ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის წარმომადგენელმა.

ჯერომ ლეღოს თქმით დისკუსია შედეგიანი გამოვიდა: ,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ განვიხილეთ ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თემა. ვიმსჯელეთ იმის შესახებ თუ რა უშლის ხელს ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად, როგორ შეიძლება გაიზარდოს ქალთა რაოდენობა და მოვისმინეთ სამკაოდ საინტერესო ინიციატივები.“


კამპანია იმართება პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
Midea-ს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ყველა კატეგორიის
საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება
Midea-ს სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება
16:08 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.