რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ვიღაცაზე მორგებული" კასპის ტენდერები
15 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას კომპანია ,,სეივ როუდმა“ უჩივლა, რომლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, საგზაო მშენებლობის კუთხით, მუნიციპალიტეტის შესყიდვებში საგანგაშო სიტუაცია.

,,სეივ როუდის“ იურისტმა წერილობითი განცხადება საქართველოს შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. საჩივრის მიხედვით, კასპის ხელისუფლება არაჯანსაღ კონკურენციის გარემოს ქმნის, რაც საგზაო მშენებლობებში ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა.

ბოლო ფაქტი საკორინთლო-ახალშენას 1,8 მლნ-იან ტენდერს ეხება, სადაც მერია ითხოვს, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ავტოგრეიდერი, ექსკავატორი, პნევმატური სატკეპნი და გლუვვალციანი სატკეპნი. სწორედ, ეს ნორმა გახადა სადავო ,,სეივ როუდმა“, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი კომპანია გამოირჩევა არა თუ სატკეპნები ტექნიკის სიმრავლით, არამედ ინტელექტუალური რესურსით.

  • ,,ჩვენის აზრით, აღნიშნული მოთხოვნა არის დისკრიმინაციული და მორგებულია ვიღაცის ინტერესებს. თუ ჩვენს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესრულებული აქვს სატენდერო ღირებულებაზე მეტი ღირებულების ობიექტი, ოღონდ საკუთრებაში არ გააჩნია ერთი ერთეული სატკეპნი, რატომ უნდა მიიღოს დისკვალიფიკაცია? ჩვენ გვირჩევნია, მაგალითად, ტექნიკის შეძენის ნაცვლად, მოგებიდან მიღებული თანხა ჩავდოთ ინტელექტუალურ განვითარებაში და მოვიძიოთ შესაბამისი კადრები და მივაღებინოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე დავნერგოთ ახალი მეთოდები, ხოლო ერთი ერთეული სატკეპნი ვიქირაოთ, ან იჯარით ავიღოთ. რატომ არის ეს პრობლემა? ჩამოთვლილი ტექნიკიდან ყველა რომ ყავდეს საკუთრებაში, ასეთი ორგანიზაციები არის თითებზე ჩამოსათვლელი, რაც თავისთავად ქმნის არასასურველ და არაჯანსაღ კონკურენციის პირობებს. და თუ გადავხედავთ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს საგზაო მშენებლობებში, ცალსახაა, თუ რა ფასში იგებენ ტენდერებს და რომელი ორგანიზაციებია, ესეც გასაგებია“ - აღნიშნავს ,,სეივ როუდის“ დირექტორი საჩივარში.

კომპანიის წარმომადგენელი ითხოვს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში ჩანაწერი ,,საკუთრებაში“ შეიცვალოს ჩანაწერით - ,,სარგებლობაში“. კომპანია, სარგებლობის სახით, ტექნიკის დაქირავებას აპირებს და ირწმუნება, რომ სამუშაოებზე დაქირავებული ტექნიკით, თუმცა გამოცდილი სპეციალისტებით იმუშავებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცნტრი წერდა, რომ საქართვლოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე, 1,8 მლნ ლარი გამოიყო. გზის სიგრძე 2,7 კმ-ია.

კომპანია ,,ადროიტის“ საქმე

2018 წლის 1 მარტს, საქართველოს შესყიდვების სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის მერი დისკრიმინაციაში დაანაშაულა. შესყიდვების სააგენტომ კომპანია ,,ადროიტის" საჩივარი დაკმაყოფილა, რომლის მიხედვით მანუჩარ მერებაშვილის ახალი ინიციატივა კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდა.

მანუჩარ მერებაშვილი 2018 წლის 1 თებერვლიდან ითხოვდა, რომ ამა თუ იმ კომპანიას საკუთარ რიგებში, მუშა-ხელის 70%-ი კასპელი უნდა ჰყოლოდა. ეს ნორმა მილიონიანი პროექტის სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაწერა. რომლითც ქალაქის სამ დიდ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი უნდა მოწყობილიყო.

2018 წლის 16 თებერვალს კომპანია ,,ადროიტის" იურისტმა, ამ ნორმის გამო, შესყიდვების სააგენტოში იჩივლა. კომპანიის იურისტი წერდა, რომ ადგილი აქვს დისკრიმიინაციის ნიშნებს, რადგან კასპის მერისთვის მიუღებელია სამუშაოებზე დასავლეთ საქართველოში ან სხვა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება.

  • ,,ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარდება რომელიმე ადგილობრივი კომპანია, რომელსაც მეტი ადგილობრივი მკვიდრი ჰყავს დასაქებული" - აცხადებს კომპანია ,,ადროიტის" წარმომადგენელი.

შესყიდვების სააგენტოს დირექტორმა და კოლეგიამ 1 მარტს გადაწყვიტა, რომ კასპის მერიის ახალი ინიციატივა ნამდვილად შეიცავდა დიკრიმინაციის ნიშნებს, რადგან ნებისმიერ კომპანიას უფლება აქვს თავადვე შეარჩიოს მუშა-ხელი. სააგენტოს განმარტებით, არც ერთი ნორმატიული აქტი არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტს ჩაერიოს კომპანიის შიდა საქმიანობაში. მერიის მოვალეობაა, რომ კომპანიას მოსთხოვოს, მხოლოდ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ამ კუთხით გაუწიოს კონტროლი.

1 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კასპის მერიამ ყველა ის ტენდერი გააუქმა, სადაც მითითებულია, რომ მუშა-ხელის 70%-ი უნდა იყოს კასპელი.


კომპანია ,,კომბესტ ჯეოს“ საქმე

2018 წლის აპრილში კასპის ხელისუფლება თანამედროვე ტექნოლოგიების უგულვებელყოფაში და საბჭოური, ჩამორჩენილი მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, კომპანია ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენლების ცნობით, მერიამ უარი თქვა სამუშაოების ალტერნატიულ მეთოდზე, რომლითაც, მაგალითად, ქარწიხის დასახლებაში თავიდან აცილებული იქნებოდა ქუჩების გადათხრა.

კასპის მერიის გადაწყვეტილებით, გურამიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად ქუჩები ექსკავატორით უნდა გადათხრილიყო:

  • „ახალი ტექნოლოგიები, გადათხრის გარეშე, გულისხმობს უახლესი, არატრადიციული მეთოდის მეშვეობით ახალი მილსადენების გაყვანას და ელექტრო კაბელების გარსაცმის გაყვანას. ამორტიზირებული საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყალმომარაგების, გაზის მილების და ა.შ. ჩანაცვლებას ახლით და დიამეტრების გაფართოვებას. კასპის მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ ღია ხერხის მეთოდს და არ არის მითითებული ალტერნატიული ტექნოლოგია, რაც ზღუდავს ჩვენს უფლებებს და არ გვაძლევს მონაწილეობის საშუალებას. ჩვენი კომპანია მოითხოვს ამ ტენდერის შეჩერებას და პირობების შეცვლას, რათა ისარგებლოს თანაბარი უფლებით და მიიღოს მონაწოლეობა ტენდერში ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით." - აღნიშნავს ,,კომბესტ ჯეოს" წარმომადგენელი დიმიტრი ბახტაძე.

საქართველოს შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას დაავალა გადაეხედა სატენდერო მოთხოვნებისთვის და, შესაბამისად, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის იქნებოდა ეფექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ფინანსური ხარჯების გაწევაც მისაღები იქნებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.