რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისკენ მოუწოდა
კასპის მერიას დაევალა 2018 წლის 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილების
გადახედვა და ტენდერებში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ამის
შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში 2018 წლის 1 ივნისს მიიღეს.
შესყიდვების სააგენტოს, სამშენებლო კომპანია ,,სეივ როუდის“ საჩივართან დაკავშირებით, კასპის მერიის მიმართ კითხვები გაუჩნდა.
,,მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადასიკრიმინაციული.“ - წერს შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტილებაში, - ,,ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“.
სამოტივაციო ნაწილში სააგენტოს წარმომადგენლები კასპის მერს და მის კომისიას თეორიულად უხსნიან, თუ რა პროცედურებია გასავლელი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად:
,,საბჭო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული ტენდერის გამოცხადების წინ, შემსყიდველი ორგანიზაცია (მერია) ითვალისწინებს ბაზრის მოკვლევის შედეგებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება. საჭიროა, მოთხოვნები ადეკვატურად ასახავდეს საჭიროებას და ამავდროულად უზრუნველყოფდეს პროპორციულ და არადისკრიმინაციულ მიდგომას იმ პოტენციური მიმწოდებლების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნული, თავისთავად ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, რაც საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება მერიის მხრიდან ინფორმაცია ბაზრის კვლევისა და მისი შედეგების შესახებ. საბჭოსთვის ასევე ბუნდოვანია საკითხი იმის თაობაზე, თუ რატომ ითხოვს მერია კომპანიებისგან ტექნიკის მხოლოდ საკუთრების ფორმით ფლობას; რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ასეთი მოთხოვნის დაყენება და რამდენად არ იზღუდება ბაზარზე კონკურენცია.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, კასპის მერიამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან იმავე დღეს, არ შეცვალა 8 მაისის ოქმის ძირითადი მოთხოვნები და გამარჯვებულად სწორედ ის კომპანია გამოაცხადა, რომელსაც სპეციალურად ჩამოწერილი ტექნიკა გააჩნია. ეს კომპანია გახლავთ გორის მაჟორიტარი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლია.“
შეგახსენებთ, 2018 წლის 8 მაისს, კასპის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ახალშენა-საკორინთლოს გზის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულება 1, 8 მლნ ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში კასპის მერიამ მიუთითა, რომ ტენდერში ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელსაც გააჩნია ავტოგრეიდერი, ექსკავატორი, პნევმატური სატკეპნი და გლუვვალციანი სატკეპნი.
ეს ნორმა სადავო გახადა ,,სეივ როუდმა“. მისმა იურისტმა წერილობითი განცხადება საქართველოს შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. საჩივრის მიხედვით, კასპის ხელისუფლება არაჯანსაღ კონკურენციის გარემოს ქმნის, რაც საგზაო მშენებლობებში ბოლო პერიოდში კასპში აშკარად გამოიკვეთა.
• ,,ჩვენის აზრით, აღნიშნული მოთხოვნა არის დისკრიმინაციული და მორგებულია ვიღაცის ინტერესებს. თუ ჩვენს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესრულებული აქვს სატენდერო ღირებულებაზე მეტი ღირებულების ობიექტი, ოღონდ საკუთრებაში არ გააჩნია ერთი ერთეული სატკეპნი, რატომ უნდა მიიღოს დისკვალიფიკაცია? ჩვენ გვირჩევნია, მაგალითად, ტექნიკის შეძენის ნაცვლად, მოგებიდან მიღებული თანხა ჩავდოთ ინტელექტუალურ განვითარებაში და მოვიძიოთ შესაბამისი კადრები და მივაღებინოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე დავნერგოთ ახალი მეთოდები, ხოლო ერთი ერთეული სატკეპნი ვიქირაოთ, ან იჯარით ავიღოთ. რატომ არის ეს პრობლემა? ჩამოთვლილი ტექნიკიდან ყველა რომ ყავდეს საკუთრებაში, ასეთი ორგანიზაციები არის თითებზე ჩამოსათვლელი, რაც თავისთავად ქმნის არასასურველ და არაჯანსაღ კონკურენციის პირობებს. და თუ გადავხედავთ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს საგზაო მშენებლობებში, ცალსახაა, თუ რა ფასში იგებენ ტენდერებს და რომელი ორგანიზაციებია, ესეც გასაგებია“ - აღნიშნავს ,,სეივ როუდის“ დირექტორი საჩივარში.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცნტრი წერდა, რომ საქართვლოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე, 1,8 მლნ ლარი გამოიყო. გზის სიგრძე 2,7 კმ-ია.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები