რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით - ახალი პროექტი გორის მუნიციპალიტეტში
გორში, ადამიანის უფლებების შესახებ, დოკუმენტური ფილმების ჩვენება დაიწყო. პირველ ღონისძიებას გორის გ.მთაწმინდელის სკოლა ლიცეუმმა უმასპინძლა, სადაც მოზარდებმა ფილმი „ბრისტოლის ველოსიპედის პროექტი“ ნახეს. ფილმის ძირითადი თემა ადამიანის უფლებებს ეხება და ლტოლვილების, ასევე მიგრანტების პრობლემებს წარმოაჩენს.

ფილმი 2009 წელსაა გადაღებული და მისი ავტორი ელისტერ ოლდჰემია. „ბრისტოლის ველოსიპედის პროექტი“-საზოგადოებისგან ძველ და უსარგებლო ველოსიპედებს აგროვებს, რომლებსაც შეკეთების შემდეგ პოლიტიკურ დევნილებს და ტავშესაფრის მაძიებლებს გადასცემენ. ეს ერთის მხრივ სტიმული, მეორეს მხრივ კი სატრანსპორტო საშუალებაა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანებისთვის. ველოსიპედის ქონა მცირე თავისუფლებას ანიჭებს ადამიანებს იმ ყოფაში , სადაც არცევანის მწირისაშუალება არსებობს. -წერია ფილმის აღწერაში.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ფილმის ჩვენების ბოლოს ამბობდნენ, რომ ადამიანის უფლებების შესახებ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რაც მათივე თქმით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელია.

ფროექტს, რომელის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა მოეწყო გორის მუნიციპალიტეტში მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მხადაჭერით ახორციელებს.

„ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერებაა, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლე-ბის მეთოდოლოგია. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყო¬ბისთვის.“-აღნიშნავს შეხვედრის ორგანიზატორი ლელა მაზმიშვილი.

ადამიანის უფლებების შესახებ სულ 19 ფილმს აჩვენებენ. ფილების ჩვენებები გაიმართება გორში, ფხვენისში, ყელქცეულში, სკრასა და ხურვალეთში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.