ჭვრინისელებმა აღნიშნეს, რომ სოფელს ექიმი ჭირდება. სოფელში ერთი ოთახი არ მოიძებნება, სადაც კვირაში ერთხელ ექიმი პაციენტებს მიიღებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ქარელის რაიონში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში, ამბულატორიებთან დაკავშირებული საკითხები მოიძია.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქარელის რაიონის ექვს სოფელში, 2014 წელს, თანამედროვე ტიპის ამბულატორია აშენდა. აქედან ხუთი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: კოდაში, ბრეძაში, ავლევში, თამარშენსა და ატოცში მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა გვითხრა, რომ ბრეძას ტეროტორიულ ორგანოში 4 ამბულატორიაა. ამ ტერიტორიულ თემში შემავალ სოფელ ავლევის ამბულატორია ცერონისსა და კნოლევის მოსახლეობას; კოდას ამბულატორია - აბანოსა და საციხურის მოსახლეობას; ბრეძას ამბულატორია თვით ბრეძასა და ჭვრინისის მოსახლეობას მოემსახურება.
რაც შეეხება ატოცის ამბულატორიას, იგი ჯერ ჯერობით არ ფუნქციონირებს. ჭვრინისის მოსახლეობას, სწორედ, ატოცის ამბულატორიით შეუძლია სარგებლობა.
თუ რატომ არ ამოქმედდა ამ დრომდე ატოცის ამბულატორია, მუნიციპალიტეტის გამგებელს ასეთი პოზიცია აქვს:
,,მოგეხსენებათ სოფელ ატოცში ამბულატორიის გახსნა ამ ეტაპისთვის არ იგეგმებოდა, მაგრამ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სოფელ ატოცს ესტუმრა, ამბულატორიის აშენება მაშინ მოსთხოვეს. ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ატოციდან გამოსასვლელი გზა იკეტება, ხოლო მოსხლეობას შედარებით დიდ მანძილზე, სოფელ ბრეძაში ჩასვლა მოუწევდა და იქ მომსახურების მიღება გაძნელდებოდა. თხოვნა შესრულდა და სულ რამდენიმე თვეში ატოცშიც აშენდა თანამედროვე ტიპის ამბულატორია. ეს ამბულატორია ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს და არც ინვენტარითაა აღჭურვილი. რაც მთავარია ამ ამბულატორიისთვის არც ექთანია შერჩეული." - აცხადებს გამგებელი.
ზაზა გულიშვილის თქმით, მინისტრისგან პირდაპირი დავალება მიიღეს, რომ ატოცის ამბულატორიისთვის ადგილობრივი კადრი შერჩეულიყო.
,,კონკურსიც გამოცხადდა, მაგრამ სოფლის ყველა მაცხოვრებელს ამ კონკურსთან წვდომა არ აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ვუწევთ შუამდგომლობას სამინისტროს წინაშე, კანდიდატების მონაცემებს ვაგზავნით, ხოლო, შემდეგ, ვის აიყვანენ, ვის გადამზადებენ და ვის დანიშნავენ ექთნად, ეს უკვე მათი საქმეა" - დასძენს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიშვილი.
ატოცის ტერიტორიულო თემის წარმომადგენელის მარიამ გულისაშვილის ინფორმაციით, სოფელ ატოცში, ამბულატორიის გახსნა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
,,ერთერთი პრობლემა ისა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა და არ იქნა დაშვებული ექთნის შტატი. რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღანელი გელა ჯალაბაძე დაგვპირდა, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოიხსენებოდა, მაგრამ ზუსტ ინფორმმაციას ამბულატორიის გახსნის და ექთნის დანიშვნის შესახებ, არც ჩვენ გვაქვს" - აცხადებს მარიამ გულისაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელში.
სტატიის გამოყენების პირობები