,,ეს მანქანები თან ისეთი დიდი სიჩქარით მოძრაობს, რომ სულ მტვერში ვართ გახვეულები. გუშინ მძღოლი გავაჩერე და ვუთხარი კიდეც, რომ ნელა იაროს. ისედაც მტვრიანი გზაა. ალბათ, უმჯობესი იქნება, ნორმალური გზა გაკეთდეს" - უთხრეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს ადგილობრივებმა.
,,თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე ,,ჰაიდელბერგცემენტმა" ადგილობრივებთან ნოტარიულად გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ჭაბურღილს გაკეთდება. გზას ამ ფულით ვერ გავაკეთებთ. წყალს როცა გაიყვანენ, იქ მოხრეშვის სამუშაოებიც შედის" - უთხრა გამგებელმა კარიერის დასახლების მცხოვრებლებს.
საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ სოფელში ტრანსპორტის მოსაცდელები მოეწყოს. ,,როგორც თვითონ იტყვიან, ისე გადაწყდეს, მოსაცდელი საჭიროა, დიახ ბატონო" - ასე შეხვდნენ ადგილობრივები კრების გადაწყვეტილებას.
სტატიის გამოყენების პირობები