რედაქტორის რჩევით
ვიდეორეპორტაჟი
წითელუბნელები სარწყავი წყლის გარეშე
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში სასმელი წყლისა და
ბუნებრივი აირის საკითხი მოგვარებულია.
სარწყავი წყალი კი, ამ დრომდე, არ მიეწოდებათ. ამის გამო, მოსავლის მოყვანა ადგილობრივებს უჭირთ.
მისასვლელი გზაც სავალალო მდგომარეობაშია.
,,გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სულ დათხრილია. ტრანსპორტს უჭირს ამ გზებზე სიარული, დიდ დროსაც ანდომებენ. გორიდან როდესაც ტაქსით მგზავრობა გვინდა, მძღოლებს ეზარებათ წამოსვლა. ამას მაშინ აკეთებენ, როდესაც ჩვენი სოფლის სახელს გაიგებენ." - გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი ჟუჟუნა ბეღელური.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნაკვეთების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საძოვრების გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ ნახევარზე მეტი საქონელი გაყიდა.
,,გასული წლის ივნისის თვეში ბანერი გადმოწიეს რუსებმა. მე თვითონ დავკარგე საკარმიდამო ნაკვეთბი. მაშინ რუსებმა ერთ კვირიანი ვადა მოგვცეს იმისათვის, რომ ნაკვეთებიდან ქონება გაგვეტანა. ვაშლის ხეები მოვჭერი, შეშად მაინც გამომადგებოდა" - ამბობს ამირან შავაძე.
ადგილობრივი მერაბ შავაძე ყურადღებას სარწყავ წყალზე ამახვილებს:
,,პრობლემა არის სარწყავი წყლის, სარწყავი წყალი არ არის. ამიტომაც მოსავალიც ნაკლებია. ქერის და ხორბლის ფართობებს უკავია თითქმის 85-90% რაც ყველაზე დაბალი შემოსავლიანია.“ - აცხადებს იგი.
ამირან შავაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობისთვის დასაქმების საკითხია უმთავრესი:
,, მოსახლეობის და ახალგაზრდების უმრავლესობა თურქეთშია წასული სამუშაოდ. რაღაცა ,,კაპიკები“ გამოიტანოს იქიდან."
ჟუჟუნა ბეღელურის თქმით, სოფელში ორმოცდაათამდე კომლი ცხოვრობს. შერეულ სოფელში ეკომიგრანტი აჭარელები და მაჰმადიანი ქართველებიც ცხოვრობენ.

ამავე კატეგორიაში

"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად
ვხუმრობთ,

ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა

ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა.

გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად,

მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები