2015 წლის 14 იანვარს კი გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა, სატელეფონო შეტყობინებით (მობ: 599 22 27 XX) , პატრულ-ინსპექტორის შემოწმების შედეგი ასე გვაცნობა: ,,რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პიროვნება შემოწმდა და არაფერი დაუდგინდა".
,,ვინც ეგ გითხრათ, ის, უბრალოდ, მორიგე თანამშრომელი იყო. თქვენი განცხადება ვისაც დაეწერა მოკვლევისთვის, ის თავად დაგიკავშირდებათ" - დაგვიზუსტა ცხელი ხაზის თანამშრომელმა.
პატრულის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ავტომანქანის მძღოლს სისტემატიურად ამოწმებენ, ამას ხშირ შემთხვევაში რეიდებს უკავშირებენ. ეს ტენდენცია მას შემდეგ გახშირდა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა თვით პატრულის მთვრალი უფროსის და მოქალაქე ქალბატონის შეხლა-შემოხლის კადრები გადაიღო. ვიდეოობიექტივში ძირითადად პატრულის და კრიმპოლის ის თანამშრომლები ხვდებიან, რომლებიც შემდეგ სამაგიეროს მიზნით საინფორმაციო ცენტრის მანქანის გაჩერება-შემოწმებას იწყებენ, თუმცა ამ დრომდე საეჭვო არაფერი დაუდგენიათ.
14 იანვარს მორიგი შემოწმების დროს პატრულის თანამშრომელი ჯაბა ხუციშვილი ამტკიცებდა, რომ საინფორმაციო ცენტრის მანქანა ქალაქის ცენტრში, (სადაც გადატვირთული და მუდმივი მოძრაობაა), არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანს, წითელს. ასეთ შემთხვევაში საავარიო სიტუაცია უნდა შექმნილიყო, რაც არ მომხდარა. პატრულის თანამშრომელი ხუციშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და განემარტა, რომ მხედველობის არეალს ვერ აკონტროლებდა. ამ საკითხს კი სასამართლო შეისწავლის და პატრულის მიერ ვიდეოს წარმოდგენის შემთხვევაში მასაც გამოვაქვეყნებთ.
საინტერესო ის ფაქტია, რომ გენინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ ადგილზე გორის შს სამმართველოს უფროსი მოვიდა.
2015 წლის 15 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ალკოტესტზე პატრულ-ინსპექტორის ჯაბა ხუციშვილის შემოწმების ქვითარი, რომლითაც ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომელს ნასვამობა არ დაუდგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ალკოტესტი 14 იანვარს 15 სთ 37 წთ-ზეა ჩატარებული. გენერალურმა ინსპექციამ კი შეტყობინება 13:40 წთ-ზე მიიღო, ანუ ალკოტესტის ჩატარებამდე ზუსტად 2 საათით ადრე. ლაბორატორიული შემოწმების აქტი კი ამ დრომდე რედაქციას არ მიუღია.
იხ. ვიდეო, სადაც პატრულის თანამშრომელი თვალებიდან ვერ იხედება.
ამავე თემაზე იხილეთ:
პატრული ჯაბა ხუციშვილი 2013 წლის მაისში
შეხლა-შემოხლა პატრულის უფროსსა და მოქალაქეს შორის
გინდა თუ არა, მოშარდეო - 8 საათიანი ტყვეობა ნარკოლოგიურში
სტატიის გამოყენების პირობები