,,რამდენი ხრიკი იხმარეს, რომ ჩაეძირათ დილაო,
მათ არ ეღირსოთ შვისტოკი, არ გაუთენდეთ დილაო.
დინამო ,,ბათუმს" რა უნდა, ძალით წაგგვლიჯეს ქულები,
ნიკაპა ისე ცახცახებს, სულ გაუშავდა ყურები.
ბალელშიკებში ყვირილი, ძველი მოსული პონტია,
გიგინეიშვილს უთხარით, რად უნდა ოთხი პორცია
მსოფლიოში სტალინია, ფეხბურთში კი ჩვენი დილა"
ეხლა ევროტურნირებზე, ლიჟბი ჩვენ არ შეგხვდეს ბარსა
პლატინის და მთელ უეფას დღესვე მე დავუკლავ ხარსა" და ა.შ.
შეგახსენებთ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულ გორის ,,დილას’’ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმო დახვედრა მოუწყო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის ,,დილას’’ სრული შემადგენლობა, გორის უნივერსიტეტის რექტორატი და სტუდენტები.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
26.05.2015 ,,ცოცხალი გუბერნატორი აქამდე გინახავთ?" - უთხრა თელადგორელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები