რედაქტორის რჩევით
სხვადასხვა
გორში სამუშაოების დასრულების დაგვიანების გამო კომპანია გააფრთხილეს
გორის მერიამ კომპანია ,,ერედვი 2008"-ის ხელმძღვანელობა დღეს
გააფრთხილა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან
მას შემდეგ აცნობეს, როდესაც ქართლი.გე-მ ფოტოები წარუდგინა.
25 მაისიდან აღმაშენებლის გამზირზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ხნის მანზილზე, კომპანიამ გადათხრილი გზების რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყო.
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები ხორციელდება შპს ,,ერედვი 2008"-სთან 2019 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გზების მოვლა-პატრონობას მთელი წლის მანძილზე.
აღნიშნული კომპანია შეირჩა ტენდერის საფუძველზე. გზების მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია 247 500 ლარი. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამჟამად კომპანია მუშაობს აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამუშოები დაიწყო 25 მაისს და 30 მაისს დასრულდება.
,,რაც შეეხება საგზაო სამუშაოების მინიშნებებს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაფრთხილება მისცა კომპანიას. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის დაჯარიმება საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა." - აღნიშნავენ მერიაში.

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები