შიდა ქართლის პროკურორად (რომლის საკურატორო ზონაში მცხეთა-მთიანეთიც შედის) ლევან პაქსაშვილის გაგზავნა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას მოჰყვა. ირაკლი შოთაძე მუშაობას დღეს შეუდგა და პროკურატურის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ლევან პაქსაშვილის ბიოგრაფია
დაიბადა 1981 წელს.
2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს ლევან პაქსაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად.
2006-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორად, ასევე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ.
2011-2013 წლებში ეკავა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის პოზიცია.
ლევან პაქსაშვილს გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი, კერძოდ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალი, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის ტრენინგი, სისხლის სამართლის ელექტრონული საქმისწარმოება, სამართლებრივი წერა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია, ელექტრონული ბაზების ტრენინგი, ფასილიტაციური უნარ-ჩვევები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
ფლობს ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.
სტატიის გამოყენების პირობები