რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სხვადასხვა
რაიონის გამგებლის კანდიდატი ოქრუაშვილის პარტიიდან ბონდო ვათიაშვილი იქნება

,,მე ვიქნები ამ ადამიანის ,,მოტორი” რაიონის დონეზე, ისევე როგორც კახასი (იგულისხმა კახა ერგემლიძე, გორის მერობის კანდიდატი). ვიზრუნებთ იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს” – განაცხადა ოქრუაშვილმა. მერად კახა ერგემლიძის არჩევის შემთხვევაში ოქრუაშვილი ვიცე-მერი იქნება.

ვინ არის ბონდო ვათიაშვილი?

ბონდო ვათიაშვილი გორის რაიონულ სასამართლოს 1999-2007 წწ-ში თავმჯდომარეობდა. სასამართლოს თავმჯდომარედ 1999 წლის 15 მაისს დაინიშნა. მანამდე პროკურატურაში მუშაობდა. იგი იყო გორის მაშინდელი პროკურორის უფროსი თანაშემწე. ვათიაშვილი გორის სარაიონოთაშორისო პროკურატურაში პროკურორ ამირან ნოზაძის ,,მმართველობის” პერიოდში თანაშემწეობდა. 1995 წლის 11 აპრილს შეიქმნა გორისა და სამხარეო პროკურატურა. ამირან ნოზაძე მხარის პროკურორად გადაიყვანეს, ხოლო გორის პროკურორი – ალეკო მარიამიძე გახდა. ბონდო ვათიაშვილი გორის პროკურორის თანაშემწედ დარჩა. 1996 წლის ნოემბერში მარიამიძე მთაწმინდის რაიონის პროკურორის მოადგილედ გადაიყვანეს, ხოლო მისი ადგილი გორში ალეკო სუხიტაშვილმა დაიკავა. 1996-99 წწ-ში ბონდო ვათიაშვილი პროკურორ ალეკო სუხიტაშვილის თანაშემწედ აგრძელებდა მუშაობას.

1999 წელს ვათიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო ალეკო სუხიტაშვილი – შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. ყველა მათგანმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ირაკლი ოქრუაშვილის ,,თანამებრძოლების” რიგი დაიკავა. პოსტებიდან ვათიაშვილის და სუხიტაშვილის ჩამოშორება (2007 წწ) იმ დროს მოხდა, როდესაც ოქრუაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილეს.

გადაცემაში ოქრუაშვილს მისი მმართველობის პერიოდში დატერორებულ ბიზნესზე ჰკითხეს. ოქრუაშვილმა გადაცემის წამყვანს კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა. წამყვანს რაც გაახსენდა, ეს იყო გორის წისქვილკომბინატის, გორის აგრარული ბაზრის და გორის ტანსაცმლის ბაზრობის საქმე. ოქრუაშვილმა თქვა, რომ ტანსაცმლის ბაზრობის საქმე არ ახსოვს, ხოლო რაც შეეხება პირველ-ორ მათგანს, მისი თქმით, ქონებების სახელმწიფოზე გადაცემა კანონიერად მოხდა: ,,ხელი თავად მოაწერეს ხელი”-ო, ამბობს ოქრუაშვილი.

გორის ბაზრისა და წისქვილკომბინატის საქმეზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად წერდა. რაც შეეხება ტანსაცმლის ბაზრობას, ,,კომერსანტი 95″, ამ ქონების ჩამორთმევის ფაქტზეც, სწორედ, მოსამართლე ბონდო ვათიაშვილი ფიგურირებდა.

საქმე იმაშია, რომ 2004 წელს ბაზრობა გამგეობაზე ისე გადაფორმდა, რომ ჩუქების აქტზე, მხოლოდ, ერთი მეწილე, აწ გარდაცვლილი თემურ ბლუაშვილი აწერდა ხელს. დანარჩენმა მეწილეებმა სასამართლოში იჩივლეს და მისი დაბრუნება მოითხოვეს. ქონებას ყადაღა ბონდო ვათიაშვილმა დაადო, ხოლო საქმის განხილვისას მოსამართლე ქართლოს სულაბერიძემ მოწილეების სარჩელი დააკმაყოფილა. მაშინდელმა გამგეობამ (ხელმძღვანელი ნუკრი პაპუნაშვილი, ისიც ოქრუაშვილის თანაგუნდელი) სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე განსახილველად კვლავ გორის სასამართლოს დაუბრუნდა. დაბრუნებული მასალები სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვათიაშვილმა განიხილა და ქონება გამგეობის საკუთრებად გამოაცხადა. 2007 წლის შემდეგ ბაზრობის მეწილეებმა ქონება მაინც დაიბრუნეს.

2004 წლის ამბავს ყოფილი მოსამართლე ქართლოს სულაბერიძე ასე იხსენებს: ,,სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვათიაშვილმა მითხრა, რომ დარეკა ოქრუაშვილმა და თქვა, მოსამართლე სულაბერიძემ დატოვოს თანამდებობაო“. ჩემი პასუხი იყო: ,,კარგად დაფიქრდეს თავცარიელი მინისტრი, ვინ კითხავს მაგას, მე წავალ თუ დავრჩები-მეთქი“ – იხსენებს სულაბერიძე.

ცოტა ხნის შემდეგ, მოსამართლეს იმ პერიოდში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მყოფმა ალეკო სუხიტაშვილმაც დაურეკა: ,,რეკავს პოლიციის უფროსი ვინმე სუხიტაშვილი. მოხდა წარმოუდგენელი რამ, სუხტაშვილმაც გაიმეორა, რომ განცხადება გათავისუფლების შესახებ უნდა დამეწერა. “ – აცხადებს სულაბერიძემ.

გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ ჭირდებოდა ქართლოს სულაბერიძესთან შუამავლის მეშვეობით დაკავშირება: ,,თუ რამე უნდოდა ოქრუაშვილს, პირადად დაურეკავდა და ეტყოდა ქართლოსს“ – აცხადებს ვათიაშვილი.

სულაბერიძის თქმით, ბაზრობის საქმის შემდეგ, მან სასამართლოს თავმჯდომარეს ბონდო ვათიაშვილს სთხოვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოხვედრილი საქმეები მისთვის აღარ დაეწერა. 2004 წელს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლის ირგვლივ გადაწყვეტილება მაშინდელი სახელმწიფო ,,ინტერესების” საწინააღმდეგოდ მიიღო მოსამართლემ.

ბონდო ვათიაშვილი სასამართლოს 2007 წელს ჩამოაცილეს. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვანო მერაბიშვილის უწყებამ) კონტრაბანდის სქემა წარადგინა და შიდა ქართლში მომუშავე ყველა უწყება თანამონაწილედ გამოაცხადა. თანამდებობებს ალეკო სუხიტაშვილი და მის მიერ დანიშნული კადრებიც შეეწირნენ. ვათიაშვილმა ადვოკატობა დაიწყო.

ადვოკატობის პერიოდში ბონდო ვათიაშვილს ბევრი ,,წინააღმდეგობები” შეხვდა. მისი ოფისი სასამართლოს შენობის წინ მდებარე სასამართლოს ყოფილი სასადილოს ოთახებში განთავსდა. ამ ოფისზე კი ადვოკატი მარინა ჩიტაძე აცხადებდა პრეტენზიას და ჩიოდა, რომ ის მისი საკუთრება იყო. ამჟამად ეს სასადილო სასამართლოს აქვს დაბრუნებული. ბონდო ვათიაშვილი ,,სოდმა” სწორედ ამ შენობაში 2011 წელს დააკავა.

ციტატა მაშინდელი მთავარი პროკურატურის განცხადებიდან: 2011 წლის 28 მარტი. ,,მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად , თაღლითობის ბრალდებით, გორის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი დააკავეს. ბონდო ვათიაშვილი თავის ახლობელს, ყალბი დიპლომების დამზადებისათვის ბრალდებულ ლამარა ასლამაზიშვილს არწმუნებდა, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული პროკურორს გადაუხდიდა 10. 000 ლარს ქრთამის სახით. რამდენადაც ლამარა ასლამაზიშვილს არ ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, ის ენდო ბ. ვათიაშვილს და ოჯახის წევრის შუამავლობით გადასცა მას აღნიშნული თანხა, რომელიც ადვოკატმა თაღლითურად მიისაკუთრა. ბონდო ვათიაშვილს ბრალი წარედგინა თაღლითობაში, დანაშაული გათვალისწინებულია სსსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.” (ციტატის დასასრული). ვათიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უცხადებდა, რომ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებისგან.

ირაკლი ოქრუაშვილს გადაცემაში მედიაზე საუბარი არ დასცალდა. მის პერიოდში გორში ადგილობრივი გაზეთის, ,,ხალხის გაზეთის” რედაქტორი 2004 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავება მისი ბრძანებით მოხდა. 2004 წლის 3 აგვისტოს ბრიფინგი ,,ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მოაწყო და თქვა, რომ სახეზეა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო გამოძიების დასრულებამდე რედაქტორის გათავისუფლება მოითხოვა. 4 აგვისტოს რედაქტორის აღკვეთის ღონისძიების საქმე სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვათიაშვილმა განიხილა. სასამართლოს შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, მათ შორის, ამჟამინდელ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდნენ, არ უშვებდნენ. სასამართლოს კარები სამოქალაქო სექტორის წევრებს ღია გორის ერთ-ერთმა მოსამართლემ ალეკო მარიამიძემ დაუტოვა. შეხლა-შემოხლის დროს ფოიეს კარებში აქტივისტებს დაცვის პოლიციელებმა ხელი მოაყოლეს, ხოლო მოსამართლე მარიამიძეს ახსნა-განმარტებების მისაცემად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიბარეს. ბონდო ვათიაშვილმა კი დაპატიმრებულ რედაქტორს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გაგრძელდა. პროკურატურა იძულებული გახდა რედაქტორი საპროცესო შეთანხმებაზე დაეყოლიებინა. რედაქტორს საპროცესო შეთანხმებით მხოლოდ 50 ლარის გადახდა დაეკისრა და გათავისუფლდა. მოგვიანებით, ეს საპროცესო შეთანხმება გასაჩივრდა, სადაც რედაქტორმა მიუთითა, რომ ის იძულებით, მოტყუებით დაადებინეს. მითითებული გარემოებების მიხედვით, რედაქტორს ამყოფებდნენ საინფორმაციო ვაკუუმში და არ აგებინებდნენ რა ხდებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორის გარეთ. რედაქტორის ინტერესებს იმ დროს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავდა.

გაზეთის რედაქტორმა პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმება გორის სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილმა სარჩელი არ დააკმაყოფილა, იგივე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ძალაში დატოვეს. მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ (ნინო გვენეტაძის და მერაბ ტურავას შემადგენლობით) რედაქტორთან დადებული შეთანხმება გააუქმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპროცესო შეთანხმება გაუქმდა.

მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს აღნიშნული შემადგენლობა დაითხოვეს, გორის მოსამართლე ალიკა მარიამიძე კი იუსტიციის საბჭოს მეშვეობით სასამართლოს ჩამოაცილეს. იუსტიციის საბჭოს მაშინდელი მდივანი გეწაძე შემდგომში შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ოქრუაშვილის მოადგილე გახდა.

დანარჩენი მოსამართლეებიდან, გოჩა გოჩიტაშვილი ამჟამად კასპის გამგებლობის კანდიდატია ,,ქართული ოცნებიდან”, ბონდო ვათიაშვილი კი გორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი – ,,ქართული პარტიიდან”.

რაც შეეხება კონტრაბანდის საქმეებს, ახრისში, ტყვიავში და გორის სასამართლოს მიერ ოფიციალურად დარეგისტირებულ ,,გამცილებლების” საქმეებს 2004-2005 წწ-ში ადგილობრივი მედია აქტიურად აშუქებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.