რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სხვადასხვა
გერი მავთულხლართებს მიღმა და ცნობები მისი წეს-ჩვეულებების შესახებ
,,გერი(ს)თობა“, მარიამობის შემდეგ, სამ კვირა დღეს სოფ. არბოში და გერში აღინიშნება. გერი იყო ამ ხატის მთის საბრძანისი, არბო კი - ბარისა. გერი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

გერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ლიახვის ხეობაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სოფ. გერში მოსახლეობა ოსური იყო. ამიტომაც ტოპონიმ „გერი“-ს წარმოშობას ს. მაკალათია ოსურ „ჯერ ჯვარ“ ან „ჯერ ძუარ“-
უკავშირებს და ფესვებს სვანურ ჯგერაგსა და მეგრულ ჯგეგესთან ეძებს.

,,გერითობის“ შესახებ მეცნიერული კვლევა გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, თამილა კოშორიძემ
აც ჩაატარა. იგი, გარდა იმისა, რომ სერგი მაკალათიას ჩანაწერებს გაეცნო, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებს ესაუბრა.




გაზეთ ,,დროებას“ 1883 წლის #130 ნომერში წერია, რომ გერში მცხოვრები ოსები სალოცავს „ თამარ წყნარს იმავე თამარ მეფეს“ უკავშირებდნენ.

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული ხვარაზმა, რომელსაც მოჰყოლია ვაჟი ვარამადსადი. ხვარაზმას ნამზითვი წმინდა გიორგის ნაწილიანი მოჭედილი ხატი უშვილო მეფეს გერისთვის უბოძებია. სპარსელების შემოსევისას ხელმწიფეს ვარამადსადი მთაში გაუხიზნავს, რომელსაც მთის წვერზე აუშენებია ეკლესია და ხატიც იქვე დაუსვენებია. სოფელს ამის გამო გერი დარქმევია.






,,მოსახლეობაში გერის შესახებ მეორე თქმულებაც არსებობს: წმ. გიორგი რომ უწამებიათ, ასო-ასოდ აუქნიათ. მისი მკლავი და თავი გერში დაუმარხავთ, ამ ადგილსაც ამის გამო, თავგერი ეწოდაო. გერის წმინდა გიორგის ძმებიც ჰყოლია: არბოს ჯვარი, ატოცის წმ. გიორგი და სარკის წმ. გიორგი’’ - წერს დიდი ქართველი ეთნოგრაფი, სერგი მაკალათია 1971 წელს.

გერისთობა იწყებოდა 27 აგვისტოს და გრძელდებოდა სამ კვირას: პირველი თავგერითობა, მეორე-შუაგერითობა და მესამე გერის ბოლო, რომელიც არბოში იმართებოდა. მლოცველები გერში მთელი ქართლიდან მოდიოდნენ და დგებოდნენ ღამისთევით. ამ ხატში სიარული მოსახლეობას არ შეუწყვეტია კომუნისტური მმართველობის პერიოდშიც კი.

ხალხური რწმენით, თავგერს მინდობილი ჰქონდა ეშმაკებთან ბრძოლა და მათი მოსპობაო. ამასთანავე, გერი ითვლებოდა სულით ავადმყოფობის, ეპილეფსიანების, მუნჯებისა და დახუთულების მკურნალად. ვინც გერს შესცოდავს და მისგან დამიზეზებულია, მას ეშმაკები დაეპატრონებიანო და ეპილეფსია და სიგიჟეც ამის გამოხატულებად მიაჩნდათ. სხვა „უმიზეზო“ ავადმყოფს- მაგ. ჭლექიანებს, სახადიანებს, ქარებით სნეულებს და სხვ. გერი არ არჩენსო.

გერში სულით ავადმყოფთა განსაკურნებლად ერთი საკმაოდ უცნაური და მკაცრი წესი ყოფილა. საარქივო ცნობების მიხედვით, „სულით ავადმყოფებს წინათ გერში კლდეზე თავდაღმა დაჰკიდებდნენ თურმე. აქ დღესაც დაცულია ეს ადგილი და იგი გალავანში შესასვლელი კარების მარცხენა მხარეზეა მოთავსებული. ჩამოსაკიდი კლდე მაღალია და კედელივით დაქანებული, საიდანაც გადაცქერაც კი გულშემზარავია. სულით ავადმყოფს გერითობას ამ კლდესთან მიიყვანდნენ, თოკით შეკრავდნენ, მას მუხლებზე მნათე ხელს მოჰკიდებდა და ეტყოდა: „ სთქვი შენი ეშმაკის ცოლის სახელიო“. ხალხის გადმოცემით, ეშმაკის შიშით ავადმყოფი სდუმდა და არ პასუხობდაო. მაშინ მას ხანჯლების მოღერებითა და თოფის სროლით აშინებდნენ, რომ ეთქვა მისი ეშმაკის სახელი დაშინებული ავადმყოფი ზოგჯერ თავისი ცოლის ან ნაცნობი ქალის სახელს იტყოდა.“



ხალხის რწმენით, ეშმაკი ავადმყოფს აცდუნებდა არ ეთქვა არაფერი და თუ კლდიდან ჩავარდებოდა, ძირს ბამბა და ბუმბულია დაგებული და არაფერი გეტკინებაო. ისიც ჯიქდებოდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს, დიდი წვალების შემდეგ ავადმყოფი დაიძახებდა უცნაური დაბოლოებით ქალის სახელებს (ქეთუშხან, კატუშხან და სხვ.) და მამაკაცის სახელებს (ილისხან, გულისხან). ამ სახელებს მნათე ქაღალდზე ნიშნავდა. შემდეგ ავადმყოფს კლდიდან ამოიყვანდნენ, თოკს შეხსნიდნენ და ამ ქაღალდს ხელუკუღმა ცეცხლში გადააგდებინებდნენ. მათი წარმოდგენით, ამის შემდეგ ავადმყოფი განიკურნებოდა.

,,როგორც ჩანს, განკურნების ეს სასტიკი წესი გერში XIX საუკუნის შუა ხანებიდან აღარავის შეუსრულებია. მაკალათიას სტუმრობის დროს ის მხოლოდ ღრმად მოხუცებს ხსომებიათ.“ - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.



გერში მლოცავი 27 აგვისტოდან ორი კვირს განმავლობაში განუწყვეტლივ მიდიმოდიოდა. ვისაც როგორ ჰქონდა შეთქმული, ისე მიემართებოდა ხატისაკენ: ზოგი ფეხშიშველი მიდიოდა და გერის ეკლესიას ხოხვით სამჯერ შემოუვლიდა თან ემთხვეოდა და კოცნიდა მის კედლებს. შეხვეწილებს ემოსა თეთრი ხალათი, თავზე წაკრული ჰქონდა წითელარშია მიკერებული თეთრი ხილაბანდები.

მავედრებლის დამწყალობებას, გერშ,ი ორი ოსური გვარიდან - ბეკოშვილიდან და ალბორაშვილებიდან შერჩეული მნათე ახდენდა. ოსური მოსახლეობისათვის დამახასიათებელ რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს ს. მაკალათია არ ახსენებს.



ფოტოზე: თამილა კოშორიძე, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი

,,ვფიქრობთ, რომ ყოფილიყო ამას მეცნიერი აუცილებლად იტყოდა. საერთოდაც, ლიახვის ხეობის მოსახლეობაში ჩვენს მიერ შეგროვილი მასალიდანაც ირკვევა, რომ ოსური მოსახლეობა დღეობა-დღესასწაულების დროს რაიმე მკვეთრად განსხვავებულ საწესო ქმედებებს არ ასრულებდა. სოფ. ძარწემიდან იძულებით გადაადგილებული ანასტასია გოგიძის თქმით, გერში „მღვდლობდნენ“ ოსები. ილოცებოდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ქართველებთან ერთად ასრულებდნენ რიტუალებს. ოსი და ქართველი მლოცველები არ განირჩეოდნენ. ადგილობრივები ქართველებს უცხობდნენ ხაჭაპურებს და დიდ პატივს სცემდნენ.“ - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.

კიდევ ერთი დეტალი: მაკალათია წერს, რომ მლოცველები აქ ღამისთევით დგებოდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ: ხოხვით შემოუვლიდნენ ეკლესიას, ვისაც შეთქმული ჰქონდა, ისინი-ცეკვითა და მუსიკით. მოჰქონდათ მრავალი სახის შესაწირი: სანთლისგან გაკეთებული ადამიანის გამოსახულება- თეთრებში გამოწყობილი. ბეჭდები, საყურეები და სამაჯურები. ვისაც შეთქმული ჰქონდა, კისერზე რკინის ჯაჭვს -„დადიანურს” დაიდებდა და ასე სამჯერ შემოუვლიდა ეკლესიას. სანთლებს ანთებდნენ დაღამებისას. მახვეწარნი თეთრი ხალათებითა და ხილაბანდებით ლოცულობდნენ.

გერი(ს)თობა წმინდა საეკლესიო დღესასწაული იყო და მოიცავდა მთლიანად შიდა ქართლს, თუმცა, პატარა ლიახვის ხეობის სოფლების უმეტესი ნაწილისათვის სასოფლო დღეობაც იყო. ტრადიცია დღესაც გრძელდება მიუხედავად ამ რეგიონში შექმნილი ურთულესი მდგომარეობისა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.