რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვიდეორეპორტაჟი
,,ძაღლის პატრონი ვალდებულია" - გორის საკრებულომ შინაური ცხოველების მართვის წესი დაამტკიცა
14 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება - “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“. გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, როგორც კი, ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება.

დადგენილების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ვალდებულები არიან, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, საკუთარი ცხოველი (ძაღლი და კატა) დაარეგისტრირონ იმ პერიოდიდან, როცა ცხოველი 1 თვის ასაკის გახდება.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ქუჩაში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში, მეპატრონის მოძებნა ადვილად შესაძლებელია.


მეპატრონის უფლებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით

მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;

მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;

ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;

მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები;

ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;

ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;

ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;

აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა), მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;

ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით;

აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;

მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.



უზედამხედველო ცხოველები

უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაცი-ების მიერ.

უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი.

უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.



ცხოველების მოკვდინება

ცხოველების მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში.

ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.

ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტური და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.

ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა;  ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა,; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა; ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

მოკვდინების პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია ან პათანატომიური გამოკვლევა).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ცხინვალის კორპუსები ლაბორატორიის ფანჯრიდან კარგად ჩანს. ხშირად ვხუმრობთ,
10:09 / 17.01.2021
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
20:24 / 15.01.2021
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა.
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის საწარმოში დავიწყე მუშაობა.
21:41 / 16.07.2019
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი
სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

20:44 / 08.05.2018
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.