რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ქართლის სტუდია
გორის ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობის პირობებში - ქართლის სტუდია
გორის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დამატებითი ღირებულების გადასახადით, გრანტებით და ადგილობრივი მოსაკრებლებით ივსება. ქართლის სტუდია დაინტერესდა, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი შემოსავლები მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაახლოებით 55 მლნ-იან ბიუჯეტს წინ რთული მეორე კვარტალი ელის. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაიკეტა ბევრი სავაჭრო ცენტრი, შეიზღუდა ტრანსპორტი, კორონავირუსის გამო, ადამიანთა დიდი ნაწილი სახლში აგრძელებს ცხოვრებას. ის, ვისი ცხოვრებაც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებულები, შეღავათების იმედად დარჩა.




ქართლის სტუდიის სტუმარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე. ის ამბობს, რომ კორონავირუსი და მის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გავლენას ალბათ მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, თუმცა ამ ეტაპზე, ბიუჯეტის შემოსულობებში არ იგძრნობა ნეგატიური ტენდენციები, არის სტაბილური მდგომარეობა.

,,გასულ პერიოდთან შედარებით, შემოსულობები არის მზარდი. შეიძლება არალოგიკურია, მაგრამ დღგ-ს გადასახადი გაცილებით მეტია შემოსული. დაახლოებით მილიონია სხვაობა [გასული პერიოდის ანალოგიურ მონაცემებთან]. მართალია, წელს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით მეტი დაიგეგმა, თუმცა საკასო მაჩვენებლებში აშკარა მატებაცაა. გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, ხარჯებიც შესაბამისად მიმდინარეობს, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამას ექსპერტები უფრო კარგად განსაზღვრავენ. ალბათ, რაღაც კუთხით აისახება." - ამბობს დალი ტლაშაძე.

დღგ ანუ დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს . ამ გადასახადის მობილიზებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს, რაც შეეხება სხვა გადასახადებს, ამ შემთხვევაში, მათი მობილიზება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა:

,,სათამაშო ბიზნესი შეიძლება გახდეს პრობლემური, რადგან ვხედავთ, რომ ბევრი ობიექტი იხურება. ამ ბიზნესში გადასახადი არის კვარტალური. ჯერ არ არის გადახდის პერიოდი დამდგარი, შესაბამისად, რა დონემდე შემცირდა მისი შემოსავლები, ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. „ - ამბობს დალი ტლაშაძე.

ქონებისა და იჯარის გადახდების კუთხით, კრიზისის პირველ პერიოდში, ადგილობრივ ბიუჯეტში სახარბიელო მდგომარეობა აქვს. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე სახის შეღავათაზები ადგილობრივ დონეზე, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ჯერ პასუხი არა აქვს.

,,გადავადდება თუ არა გადასახადები, ჯერ გადაწყვეტილება არაა მიღებული. როცა დადგინდება, თუ რა შეღავათები დადგინდება, იმის მიხედვით, განისაზღვრება ცვლილებები. ჩემთვის ცნობილი არაა, როდის დადგინდება შეღავათები ან თუ იქნება, რადგან არ ვარ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. „ - განმარტავს დალი ტლაშაძე.

დალი ტლაშაძე ხარჯების შესახებაც აკეთებს კომენტარს. ამ კუთხით, არც ხარჯების ნაწილშია ცვლილებები დაგეგმილი ჯერ-ჯერობით.

,,რაც შეეხება ხარჯებს, ამ კუთხით, მერია არსად დაფინანსების შემცირებას არ აპირებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ყველა სამუშაო, რომელიც დაკონრაქტებულია, კონტრაქტორები მუშაობენ, სამუშაო პროცესი არაა გაჩერებული, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.“ - აღნიშნა დალი ტლაშაძემ ,,ქართლის სტუდიაში“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,გორმედის'' კლინიკაში დღეს მწოლიარე 150 პაციენტიდან
ვაქცინირებულია მხოლოდ 3

,,გორმედის'' კლინიკაში დღეს მწოლიარე 150 პაციენტიდან ვაქცინირებულია მხოლოდ 3

19:06 / 18.11.2021
თუკი, დღევანდელი მონაცემებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ვირუსის
გამო

თუკი, დღევანდელი მონაცემებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ვირუსის გამო

18:58 / 01.11.2021
რამდენად არის დაცული ამომრჩევლის ხმა - ამ და სხვა საკითხებზე,
ქართლის სტუდიაში
რამდენად არის დაცული ამომრჩევლის ხმა - ამ და სხვა საკითხებზე, ქართლის სტუდიაში
21:44 / 28.09.2021
გადაცემაში თქვენ ასევე ნახავთ სიუჟეტს, რომელიც გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ატენშია გადაღებული.
გადაცემაში თქვენ ასევე ნახავთ სიუჟეტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენშია გადაღებული.
18:25 / 23.08.2021
ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში ჩვენი სტუმარი, გორის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი
საუბრობს.
ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში ჩვენი სტუმარი, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი საუბრობს.
18:26 / 03.07.2021
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.