რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - ,,ლებე" ბრუნდება

ლევან დემეტრაშვილი კომპანია ,,ლებეს" მეწილე იყო. მან მას შემდეგ დატოვა ეს კომპანია, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო გამოაქვეყნა (2013 წლის მარტი). ცოტა ხანში ამ კომპანიის ხელმძღვანელები (მათ შორის ლევან დემეტრაშვილი) დააკავეს. ბრალის მიხედვით, ,,ლებემ" არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფო თანხა და სტიქიის შედეგად (2013 წლის 23 მარტის ქარი) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავები უხარისხოდ შეასრულა. 

 

2014 წლის დასაწყისში ,,ლებეს" ხელმძღვანელები ციხიდან გამოვიდნენ (დაუზუსტებელი ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე). 2014 წლის 23 აპრილს კომპანია ,,ლებეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბესიკ იორდანაშვილმა საჯარო რეესტრს კომპანიისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თავის დროზე სახელწოდება ,,ლებე" წარმოიშვა სახელებისგან ლევანი (დემეტრაშვილი) და ბესიკი(იორდანაშვილი)-ისგან. 2014 წლის აპრილის ბოლოს ,,ლებეს" მიენიჭა ახალი სახელი შპს ,,აღმაშენებელი 2014".

 

სახელის შეცვლა კომპანიის წარმომადგენლებს ტყუილად არ დაჭირვებიათ. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 5 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი კასპში ახტალის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, რომლის საწყისი ფასი 326 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი 2014 წლის 9 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ, მათ შორის შპს ,,აღმაშენებელი 2014"-მა მიიღო.

 

მესამე რაუნდში ყველაზე დაბალი ფასი, 285 000 ლარი, შპს ,,ჯანის" წარმომადგენლებმა (თბილისში რეგისტრირებული კომპანია) გამგეობას შესთავაზეს, ხოლო შპს ,,აღმაშენებელი 2014"-მა - 289 000 ლარი. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს ,,ჯანი"-ს დისკვალიფიკაცია დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის მიზეზით მიანიჭა. გამგეობა იძულებული ,,გახდა" მომდევნო პრეტენდენტის, შპს ,,აღმაშენებელი 2014"-ის დოკუმენტაციას გადაეხედა.

 

საყურადღებოა, რომ კასპის მუნიციპალიტეტმა სატენდერო წინადადებებში ჩაწერილი აქვს  ასეთი ფრაზა: პრეტენდენტს ანალოგიურ სამუშაოებზე სამწლიანი გამოცდილება (თანაც 1 მლნ ლარის ღირებულების) უნდა ჰქონდეს. შპს ,,აღმაშენებელი 2014"-მა წარადგინა ყველა ის ხელშეკრულება, რაც კი კომპანია ,,ლებეს" კასპის მუნიციპალიტეტთან 2011 წლიდან გაფორმებული ჰქონდა. არა და, სწორედ, ამ სამუშაოების შეუსრულებლობლის გამო ჰქონდა გამოძიებას პრეტენზია ,,ლებესთან".

 

კიდევ ერთი დეტალი, 2014 წლის 9 ივნისს (ანუ ტენდერის გამოცხადების დღეს) საჯარო რეესტრს  ბესიკ იორდანაშვილმა მიმართადა განაცხადა, რომ ის კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და მის ნაცვლად  ვინმე ჯემალ ხუციშვილი (თბილისელი) დანიშნა. ჯემალ ხუციშვილის კომპანიის 50% წილიც უსასყიდლოდ გადაუფორმდა.

 

სატენდერო კომისიის სხდომაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,აღამაშენებელ 2014"-ს დისკვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა არა თუ საბუთების მოუწესრიგებლობის გამო,  არამედ გადაწყვეტილების ნაწილში ჩაწერა, რომ ვინაიდან კომპანია ,,ლებე"-ს ხელმძღვანელების მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება და მისი წარმომადგენლები პასუხისგებაში მიცემული არიან, მიენიჭოთ დისკვალიფიკაციაო. სინამდვილეში კი შესყიდვების კანონი ,,დისკვალიფიკაციის მინიჭებისას" ასეთ ნორმას არ იცნობს. ეს გადაწყვეტილება ,,დისკვალიფიკიცებულ" კომპანიის წარმომადგენლებს ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების საფუძველს და მოგების შანსს აძლევს. როგორც მოსალოდნელი იყო, იორდანაშვილმა და დემეტრაშვილმა სატენდერო კომისიის ეს ,,გადაწყვეტილება" დავების განხივილვის საბჭოში გაასაჩივრეს. 2014 წლის 23 ივნისს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი დააკმაყოფილა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება დაავალა. 

 

,,ჩვენს მიერ ატვირთული იქნა ყველა ეს დოკუმენტაცია, რაც ჩვენი აზრით და გათვლებით აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს, კერძოდ ანალოგიური სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს 2011, 2012, 2013 წლებში არანაკლები 1 000 000-ლარისა, ქ.კასპში სააკაძის ქუჩაზე, დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით გზის სრული რეაბილიტაციის (ასფალტის, სანიაღვრე არხები, საფეხმავლოები) სამუშაოების შესრულება, ხელშეკრულება #40- I-ეტაპი და #92-II-ეტაპი საერთო თანხით -1 357 200 ლარის, სადაც 80%-ზე მეტი შესრულებულია კომისიის მიერ მოთხოვნილი ანალოგიური სამუშაოები. ვინაიდან ახტალის არხზე შესასრულებელია : მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოები, მოსამზადებელი სამუშაოები, გოფრირებული მილების მოწყობის სამუშაოები, მიწის სამუშაოები და ა.შ., რაც ზუსტად იდენტურია ჩვენს მიერ#40 და #92 ხელშერკრულებებით შესრულებული სამუშაოებისა.სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარწყავი არხებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 250 000-ლარზე მეტი გვაქვს ათვისებული, აგრეთვე თვალადის სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სადაც შესრულებული გვაქვს სველი წერტილების და სანტექნიკური სამუშაოები 15 000-ლარზე მეტი, რაც სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა." - სწერენ იორდანაშვილი და დემეტრაშვილი შესყიდვების სააგენტოს.

 

ამავე წერილით ირკვევა, რომ კომპანიას ურთიერთობა კიდევ ერთ  ,,სკანდალურ" კომპანიასთან, ,,ნიკუშა +"-სთან დაუმყარებია  და მათთან ერთად სამუშაოებშიცაა ჩართული.,,


,,დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ ამა წლის 1-მაისს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება შ.პ.ს ნიკუშა+-სთან ერთობლივი საქმიანობის შესახებ. შ.პ.ს ნიკუშა+ შესრულებული აქვს 350 000-ლარზე მეტი ანალოგიური სამუშაოები, რაც სატენდერო კომისიის მიერ არ იყო გათვალისწინებული, თუმცა შ.პ.ს ლებე-ს (ამჟამად შ.პ.ს აღმაშნებელი 2014) დამოუკიდებლად აქვს შესრულებული ანალოგიური სამუშაოები 1 000 000-ლარზე მეტი ღირებულებისა. გთხოვთ განიხილოთ კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის არასწორი გადაწყვეტილება ჩვენს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შეამოწმოთ ჩვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით და მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება კანონმდებლობიდან გამომდინარე." - წერია კომპანიის საჩივრის დასკვნით ნაწილში. 

 

საქართველოს შესყიდვების სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა კითხვით, თუ რატომ მისცეს დისკვალიფიკაცია. გამგეობის პასუხით გაირკვა, რომ შპს ,,ლებეს"-თან 2011,2012 და 2013 წწ-ში გაფორმებული ხელშეკრულებების სათაურები შესრულებული სამუშაოების შინაარს არ ემთხვევა.  მაგალითად, ერთ-ერთი ხელშეკრულება ,,საკანალიზაციო სამუშაოებით" სათაურდება, სინამდვილეში კი ,,ლებეს" სააკაძის, დადიანის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან მოასფალტება ,,შეუსრულებია". 

 

კომპანია აპელირებს, რომ მას  სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია აქვს ჩატარებული, რომელიც მოასფალტების დროს ხდება. ,,ამიტომ, სარწყავი არხის რეაბილიტაცია,  სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის ანალოგიურიაო." ამაზე გამგეობამ თავი იმით იმართლა, რომ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ამ ნიუანსისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

 

 შესყიდვების სააგენტო მიიჩნევს, რომ გამგეობის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. კერძოდ, დისკვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში არ არის მითითებული კონკრეტული სამართლებრივი ნორმა.  ასევე, შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხაზგასმულია, რომ სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ანალოგიურ სამუშაოებად ითვლება.

 

ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტის გამგეობას გზა გაეხსნა იმისათვის, რომ კომპანია ,,აღმაშენებელ 2014"-თან, ახტალის სარწყავ არხთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გააფორმოს.  აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღესაც მუშაოებენ ადამიანები (მაგალითად, საკრებულოს წევრი ხათუნა თათანაშვილი), რომელიც წლებია ,,ლებეს" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მისი მხრიდან ახალ სკანდალს ატეხვის საშიშროება არსებობს.  ,,შემოვლითი გზების" წყალობით მუნიციპალიტეტის გამგეობა ახლა უკვე წელშია გამართული. მას თავისუფლად შეუძლია ხელშეკრულება სახელცვლილ ,,ლებესთან" გააფორმოს.

 

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია: რატომ ჩაწერა გამგეობამ სატენდერო განაცხადში სავალდებულო მოთხოვნად 1 მლნ სამუშაოს გამოცდილება, მაშინ როდესაც ახტალის არხს სულ რაღაც 326 ათასი ლარი ჭირდება?!

 

ახლა ვნახოთ, რას აცხადებდა შს სამინისტრო 2013 წლის 19 დეკემბერს:

 

,,დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ბრალდებით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად შპს „ლებეს“ თანამფლობელი 1957 წელს დაბადებული ლევან დემეტრაშვილი, შპს „ლებეს“ დირექტორი 1957 წელს დაბადებული ბესიკ იორდანაშვილი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი 1974 წელს დაბადებული დავით გელიაშვილი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან დემეტრაშვილმა კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ბესიკ იორდანაშვილის მეშვეობით, 2009 წელს შპს „ლებე“ დააარსა და ამავე საწარმოს მმართველობაში ფარულად მონაწილეობდა. ბესიკ იორდანაშვილი კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ტენდერსა და გამარტივებული შესყიდვებისას უპირატესობას ანიჭებდა და მფარველობას უწევდა შპს „ლებეს“; კერძოდ, 2013 წლის მარტში კასპის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შენობა-ნაგებობებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო.

2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან დემეტრაშვილის ლობირებით ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „ლებეს“ ხელშეკრულებები გაუფორმა. ლევან დემეტრაშვილმა და ბესიკ იორდანაშვილმა დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს შპს „ლებეს“ მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათ გაყალბებული დოკუმენტაციისათვის კანონიერი ფორმის მინიჭების მიზნით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გელიაშვილი დაიყოლიეს და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 70 000 ლარს“,-აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება ლევან დემეტრაშვილის მიმართ დიდი ოდენობით თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ექსპერტზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტებზე (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 337-ე და 372-ე მუხლების 1-ლი ნაწილით), ბესიკ იორდანაშვილის მიმართ  დიდი ოდენობით თაღლითობის (სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით გელიაშვილის მიმართ   ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)."

 

ავტორი: საბა წიწიკაშვილი:

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.