რედაქტორის რჩევით
კალენდარი
სტატიები
ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად ანუ რა მოხდა გორის ცენტრში

 

ყველაფერი 2014 წლის 10 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გორის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევნის წრიულთან მოხდა. გიგა ზარხოზაშვილის და კიდევ სამი პირის მანქანა დაიმტვრა. პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ვერსიით, რომელიც პროცესზე პატიმრობას მოითხოვდა, ფაქტი ასეთია:

 

,,ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ზარხოზაშვილი დაეჯახა ერთ მანქანას, შემდეგ მეორეს, შემდეგ მესამეს. ის მიმალვას ცდილობდა, არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ის მიემალება გამოძიებას, ხელს შეუშლის გამოძიების პროცესის წარმოებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე და, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოტანილ უნდა იქნეს პატიმრობა" - განაცხადა პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა, რომელიც პატრულის ზედამხედველ პროკურორად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაინიშნა. ის პარლამენტარ თამაზ შიოშვილის დეიდაშვილია. ხოლო პარტიულ საქმიანობამდე და ოპოზიციაში გადასვლამდე გორის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ 2012 წლამდე მუშაობდა.

 

გიგა ზარხოზაშვილს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. მან მოსამართლეს ის გარემოებები აუხსნა, თუ რატომ უნდა გამოყენებულიყო გირაო:

 

,,ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად პროკურორის მიმართ, მის პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები. გიგა ზარხოზაშვილი არის 22 წლის, ადრე ნასამართალევი არ არ არის. ბოლო დრომდე, როგორც ხელოსანი, დაკავებულია შრომითი საქმიანობით, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. გორის ბაზრის მოვაჭრეებს და მეზობლებს შორის შეგროვებულია 300-ზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც  დადებითად ხასიათდება. ის აგრესია, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოშია აღბეჭდილი, გამოწვეული იყო იმით, რომ პატრულის თანამშრომელმა მის ავადმყოფ დედას ნაოპერაციებ ადგილზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ვერ აიტანა გიგა ზარხოზაშვილმა და მივიღეთ ის, რაც ვიდეოში ხდება. პატრულის თანამშრომლები მის მიმართაც იყენებენ არააადამიანურ მოპყრობას. ეს ფაქტი ხდებოდა საჯაროდ, მრავალი ადამიანის თვალწინ, ყველა დაადასტურებს ამ არაადამიანურ მოპყრობას, რომლითაც მიმდინარეობდა ზარხოზაშვილის დაკავება." - ასე დაიწყო შესავალი სიტყვა ადვოკატმა.

 

ნოზაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გარემოებაზეც, თუ რატომ არ შეეშლებოდა ხელი გამოძიების პროცესს გირაოს გამოყენების შემთხვევაში:

 

,,როდესაც გიგა ზარხოზაშვილს ავტოავარია მოუვიდა, მან  მოშორებით გზის ნაპირზე მანქანის გაჩერება სცადა. შემდეგ პატრულის თანამშრომლებს თავად განუცხადა, რომ ავარია მოუვიდა და დაბრუნდა შემთხვევის თავდაპირველ ადგილზე. პოლიციის თანამშრომლები მას უხეშად მოექცნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს გორის ბაზარში მომუშავე დედა გამოჩნდა, რომელიც შვილის მდგომარეობით შეწუხებულმა ახლოს მისვლა სცადა. პატრულის თანამშრომლებმა დედასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ შემთხვევაში, ის არგუმენტი, რომ გიგა ზარხოზაშვილი დამალვას ცდილობდა, კატეგორიულად, არ დასტურდება. მიმალვას თუ ცდილობდა, მაშინ საიდან მოხვდა ის იმ კადრებში? იმ კადრებში კი არსად ჩანს, რომ გაქცევას ცდილობდა. პირიქით, თავს იცავდა უხეში ფორმების გამოყენებისგან" - ამბობს მამუკა ნოზაძე. კადრები კი ტელეკომპანია ,,დიამ" გაავრცელა. მათი ცნობით, კადრები მობილური ტელეფონით მოქალაქემ გადაიღო.

 

ადვოკატი იხსენებს იმასაც, თუ როგორ იქნა გამოყენებული გირაოს ღონისძიებები 53-ე მუხლის სხვა შემთხვევებში.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძეს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო არ დაჭირვებია. მან სათათბირო ოთახში გაუსვლელად  სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, ოღონდ დაბალ ხმაზე, ისე, რომ დარბაზში მსხდომებმა ვერ გაიგეს. ოჯახის წევრებმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდებიათ. ბრალდებულის დედა მარინა გაგლოშვილი კი სასამართლოს წინ ცუდად გახდა. ზარხოზაშვილი წინასწარ პატიმრობაში 40 დღე დარჩება.

 

ამასობაში მოსამართლე შალვა კაკაურიძემ სამუშაო დრო დაამთავრა და სახლში წასასვლელად ეზოში გამოვიდა. ის დროებით გორის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის და, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით მგელიაშვილის დანახვაზე შეჩერდა. დავით მგელიაშვილი თბილისში იმ დროს გადაუყვანეს, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესები დაიწყო. მგელიაშვილი, სწორედ, ბაჩო ახალაიას მოსამართლეა.

 

მგელიაშვილის და კაკაურიძის საუბრისას ბრალდებულის დედამ მარინა გაგლოშვილმა მომენტით ისარგებლა და მოსამართლეს, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, გაეუსაბრა. ამის შესახებ იხილეთ დეტალურად ვიდეოში:

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.