რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„ხელისუფლება ხელს უშლის ბიუჯეტის დამტკიცებას“ – ასე ფიქრობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ თედლიაშვილი, რომელმაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც 14 იანვარს იყო ჩანიშნული, აღარ გაიმართება.
„5 იანვარს დაგეგმილი ბიუროს სხდომა მმართველმა გუნდმა ჩაშალა და შესაბამისად რიგგარეშე საკრებულოს სხდომა 14 იანვარს აღარ გაიმართება. სხდომაზე ბიუჯეტი უნდა დაგვემტკიცებინა, შემათანხმებელმა ჯგუფმა მუშაობა დავასრულეთ და შევჯერდით ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას 8 დეპუტატის ხმა ჰქონდა,“ - ამბობს თედლიაშვილი.
საკრებულოს დეპუტატი ამ ყველაფერს იმპიჩმენტის მოთხოვნას უკავშირებს.
„ხელისუფლება დროს წელავს, რომ სკამები როგორმე შეინარჩუნოს. გადაბირება მიდის საკრებულოს უკვე დამოუკიდებელ დეპუტატის , სოსო ფალელაშვილის. ურეკავენ და მის დაშინებას ცდილობენ, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი არ დაუჭიროს.“
თედლიაშვილი იმ პრობლემებეზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნამ შექმნა: იმის გამო, რომ საკრებულო ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს, დეპუტატის თქმით, შეჩერებულია რამდენიმე პროექტი; გაურკვეველი რჩება იმ ადამიანების საკითხიც, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა სჭირდება.
„ბიუჯეტის გამო შეჩერებულია ჯანდაცვის პაკეტები ონკოლოგიური ავადმყოფები რიგში დგანან და დახმარებას ვერ იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე დაუკავშირდა ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს ინტერვიუს თხოვნით და ეცდება, თამარ თედლიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაშინებასა და მუქარებზე თავად სოსო ფალელიშვილთან გადაამოწმოს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორია სახელისუფლებო გუნდის არგუმენტები 14 იანვრის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, ამის გარკვევას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უმრავლესობის დეპუტატებთან შეეცდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკრებულოს მომდევნო გეგმიური სხდომა 5 თებერვალს არის დანიშნული. სწორედ ამ სხდომაზე უნდა განიხილონ დეპუტატებმა უკვე ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტიც და თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის საკითხიც.
რატომ ვერ ამტკიცებს გორის საკრებულო ბიუჯეტს

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები