რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
მღებრიანში ტურიზმის მიზნით ცხენების ფერმას გააშენებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში ცხენების ფერმას მთავრობის დახმარებით მოაშენებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კოოპერატივ ,,მღებრიანის" ხელმძღვანელმა გიორგი დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სოფელში 17-მდე პირი გაერთიანდება და  საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას იწყებენ. კოოპერატივის წევრებმა გორის მერიას წერილობით მიმართეს, რათა დაახლოებით 600 კვ.მ მიწის ფართობი იჯარით მისცენ. გორის მერია თანახმაა, რომ 30 წლის ვადით, მღებრიანელებმა ცხენების ფერმა გააშენონ.

,,ამჟამად, ვითხოვთ მიწის ნაკვეთს იჯარით, სადაც ცხენების ფერმას გავაშენებთ და ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენმა კოოპერატივმა მთავრობისგან უკვე მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის, ტექნიკით. ძირითადად, მივდევთ მესაქონლეობას. გვაქვს ფერმები, ასევე, სათიბები." - აცხადებს გიორგი დავითაშვილი.

მისი თქმით, კოოპერატივში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართულები. სოფელი მღებრიანი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს.

,,სოფელი მღებრიანი წლების განმავლობაში დაცლილია მოსახლეობისგან, მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. სახელმწიფოს მიზანია უზრუნველყოს მაღალმთიან რეგინებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება დასაქმების ხელისშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია ექსტრემალური ტურიზმის განვითარება." - აღნიშნავენ მერიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.